ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს 


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცენზურის შესახებ საუბრობს და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ „ტვიტერმა“ „ფეისბუქმა და „გუგლმა“ მის წინააღმდეგ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

სარჩელში, რომელიც ფლორიდის სამხრეთ ოლქში უკვე დარეგისტრირდა , საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და სხვა კონსერვატიული ღირებულებების მატარებელი ადამიანების მიმართ გიგანტმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ცენზურა დააკანონეს და პლატფორმებზე წვდომა ჩამოართვეს.

„ჩვენ ვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს, სოციალური მედიის კომპანიების მიერ ამერიკელი ხალხის მიმართ უკანონო და სამარცხვინო ქმედებები. დაუყონებლივ დასრულდეს ცენზურა,“- ამბობს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა ეს განცხადება ნიუ-ჯერსიში გოლფის მოედანზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ სასამართლო პროცესს ის მოიგებს და ეს ისტორიული გამარჯვება იქნება.

„ეს სასამართლო პროცესი იქნება გადამწყვეტი ბრძოლა პირველი შესწორების დასაცავად და მჯერა, რომ ჩვენ მივაღწევთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის,“- აცხადებს ტრამპი.

ტრამპის ახალ განცხადებებზე "სილიკონ ველიში" კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგასხენებთ, „გუგლმა“ „ფეისბუქმა“, „ტვიტერმა“ და სხვა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დონალდ ტრამპი პლატფორმებიდან 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაბლოკეს.

ტრამპმა პრეზიდენტობის შემდეგ ახალი საკუთარი სოციალური ქსელის შექმნაც დაანონსა, თუმცა მას ეს ნაბიჯი ამ დრომდე არ გადაუდგამს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG