ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის უმაღლესი დიპლომატი მექსიკაში მიემგზავრება


რექს ტილერსონი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს მექსიკაში ჩადის. მეზობელ ქვეყანაში ვიზიტის დროს მას თან ახლავს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი ჯონ კელი. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილულ თემებს შორის იქნება საზღვრის უსაფრთხოება და სამართალდამცავი ღონისძიებები.

მეხიკოში რექს ტილერსონს და ჯონ კელის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო მასპინძლობს. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, რომელიც ხუთშაბათს სრულდება, ისინი მექსიკის სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსაც ხვდებიან.

XS
SM
MD
LG