ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორებს ირანის შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ


სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში დაბარებული არიან: სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ენერგეტიკის მდივანი და გაერთიანებული შტაბების უფროსი.

ამერიკელი სენატორების მორიგი ჯგუფი დღეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის რამდენიმე მაღალჩინოსნის ჩვენებებს ისმენს და მათ შეკითხვებით მიმართავს. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში დაბარებული არიან: სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, თავდაცვის მდივანი ეშ კარტერი, ენერგეტიკის მდივანი ერნესტ მონიზი და გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარტინ დემპსი.

კონგრესს 60 დღე აქვს ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების დასამტკიცებლად. კანონმდებლების უმრავლესობა, როგორც სენატში ასევე წარმომადგენელთა პალატაში, ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.

თუმცა გუშინ, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში საუბრისას, კერიმ შეთანხმება კიდევ ერთხელ დაიცვა და განაცხადა, რომ კონგრესის მიერ შეთანხმების არდამტკიცება ამერიკისთვის „საუკეთესო შანსის“ ხელიდან გაშვება იქნება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ამბიციებზე რაიმე კონტროლი ჰქოდეს.

XS
SM
MD
LG