ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი ვაშინგტონის ბოდიშს ელის


თეირანი ვაშინგტონის ბოდიშს ელის
თეირანი ვაშინგტონის ბოდიშს ელის

ირანის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს ის შედეგები, რაც ირანის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას მოყვა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ირანს თვითმფრინავის დაბრუნების ფორმალური თხოვნით მიმართა, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ სანაცვლოდ ვაშინგტონმა ბოდიში უნდა მოიხადოს. ირანმა ასევე განცხადებით მიმართა გაეროს, სადაც აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სამართლის ნორმა დაარღვია. პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნულ საკითხზე დეტალებზე საუბარი არ ისურვა.

„მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო იმ სადაზვერვო თემაზე, რაც საიდუმლოა. როგორც ავღნიშნეთ, ჩვენ მისი უკან დაბრუნება მოვითხოვეთ. შევხედავთ, თუ რას გვიპასუხებენ ირანელები“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

XS
SM
MD
LG