ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ირანს ჩამოგდებული დრონის დაბრუნებს სთხოვს


აშშ ირანს ჩამოგდებული დრონის დაბრუნებს სთხოვს
აშშ ირანს ჩამოგდებული დრონის დაბრუნებს სთხოვს

ობამას ადმინისტრაციამ ირანს ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა, სადაც თეთრი სახლი უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ინციდენტი ამ თვის დასაწყისში მოხდა.

ობამამ ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამ თემაზე კომენტარებისგან თავი შეიკავა და დასძინა, რომ ეს საკითხი "გრიფით საიდუმლოა". თუმცა მედია იუწყება, რომ დრონი დახვეწილი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ირანის ტერიტორიაზე ან ავღანეთიდან მოხვდა ან ირანის ბირთვული პროგრამის სათვალთვალოდ იყო გამიზნული.

აშშ-ში ირანისგან მომდევნო ნაბიჯს ელის, თუმცა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დასძინა, რომ იმის გათვასლისწინებით, თუ როგორ იქცევა ირანი უკანასკნელ დროს, დიდი მოლოდინი შეერთებულ შტატებს არ აქვს.

XS
SM
MD
LG