ხუთშაბათს, 5 სექტემბერს, ამერიკამ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 5 წარმომადგენელს და ერთ სამოქალაქო პირს, ბრალი წაუყენა უკრაინის წინააღმდეგ კიბერთავდასხმის დაგეგმვაში.
შესწორებულ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, იუსტიციის დეპარტამენტმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერდანაყოფმა ჩაატარა „მასშტაბური კიბეროპერაციები“ ჯერ კიდევ 2020 წელს, იქამდე, ვიდრე რუსეთის 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომს დაიწყებდა.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, უკრაინის სამიზნეების გარდა, რუსებმა, სავარაუდოდ, ნატოს, სულ მცირე, 26 ქვეყნის სისტემა ამოიღეს მიზანში.
რუსეთის საელჩოს ამ სიახლესთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, მერილენდის ოლქის რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი ბრალდებული, ამინ სტიგალი დაასახელა.
მას ბრალად ედება შეთქმულება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან, რათა განეხორციელებინა კიბერშეტევები კომპიუტერულ სისტემებზე უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, კომპიუტერულ ქსელზე, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული სააგენტო მერილენდის შტატში მართავს.
ბოლო საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ეჭვმიტანილები არიან: იური დენისოვი, ვლადისლავ ბოროვკოვი, დენის დენისენკო, დიმიტრი გოლოშუბოვი და ნიკოლაი კორჩაგინი.