ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალატის სპიკერი გადაყენებას გადაურჩა, თუმცა მისი მომავალი გაურკვეველია


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ხუთშაბათს პოსტის შენარჩუნება მოახერხა, თუმცა მისი ბედი კვლავ გაურკვეველია. რესპუბლიკურ პარტიაში შიდა დაპირისპირების გამო ჯონსონმა შესაძლოა თანამდებობა მაინც დაკარგოს.

მაიკ ჯონსონი გასული წლის ოქტომბრამდე ნაკლებ ცნობილი კონგრესმენი იყო, თუმცა მან სწორედ პარტიის სხვადასხვა ფრთას შორის დაპირისპირების შედეგად გადაყენებული სპიკერის პოსტი დაიკავა. პალატის სპიკერი ამერიკის ხელისუფლების იერარქიაში მესამე ადამიანია პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ.

ჯონსონი რესპუბლიკელი მარჯორი ტეილორ გრინის მიერ წამოწყებულ ინიციატივას გადაურჩა. მის გადაყენებას მხარდაჭერა პალატის რესპუბლიკური უმრავლესობის დიდმა ნაწილმა და დონალდ ტრამპმაც გამოუცხადა. თუმცა ბევრმა დემოკრატმა ჯონსონს ხმა მისცა, რათა გასული წლის ოქტომბერში პალატაში შექმნილი ქაოსის განმეორება თავიდან აეცილებინა.

ოთხშაბათის კენჭისყრის შემდეგ ჯონსონმა თქვა, რომ არ სურდა ამ პოზიციის დაკავება, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობის შესრულებით ამაყობს. "ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ეს არის პატივი და განვაგრძობ ამის კეთებას, სანამ ამის საშუალება მექნება", - თქვა ჯონსონმა.

XS
SM
MD
LG