ერთი წლის შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა 26 ბავშვი და მასწავლებელი დახოცა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში, იარაღით ძალადობის მსხვერპლთა ნათესავები განრისხებულნი არიან იმით, რომ ასეთი ძალადობა კვლავ იწირავს ახალგაზრდათა სიცოცხლეს.
ნიუთაუნის პასტორი მეთიუ ქრებინი ამბობს:
„მეგობრებო, ნიუთაუნი ყოველკვირას ხდება ამერიკაში. იარაღი ყოველ კვირას იწირავს ძვირფას ბავშვებს.“
ბევრ შტატში იარაღთან დაკავშირებული კანონები სინამდვილეში შემსუბუქდა.
ამდენი ბავშვის ამოხოცვიდან ერთი წლის შემდეგ ბევრს აინტერესებდა რომელი გავლენიანი ძალები უჭერდნენ მხარს იარაღის შეუზღუდავ მფლობელობას. თუმცა, ამასთან შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამერიკაში არსებობს იარაღის მიმართ ღრმად გამჯდარი სიყვარული.
„მე მიყვარს ფილმები ბევრი ძალადობით და იარაღით, თუმცა კომფორტულად არ ვგრძნობ თავს.“
იარაღისადმი ასეთი სიყვარული გამოჩნდა ბოლო დროს გამართულ სემინარზე, სადაც რელიგიის პროფესორმა დონოვან შაეფერმა წარმოადგინა მოხსენება იარაღზე და აპოკალიპტურ აზროვნებაზე.
„ამერიკას საფუძველი ჩაეყარა, როგორც ერთგვარ უტოპიურ რელიგიურ თემს და ამასობაში თვითონ იარაღი, როგორც ფიზიკური საგანი, გადაიქცა ერთგვარ რელიგიურ მატერიალური კულტურის ნაწილად.“
შაეფერი ამბობს, რომ იარაღის ეროვნული ასოციაცია - იარაღის ლობი შეერთებულ შტატებში - ამას სწორედ ასე აღიქვამს.
„იარაღის ეროვნული ასოციაციის სტრატეგიაა მოუწოდოს იარაღის მფლობელთა იმ უმცირესობას, რომელთაც ღრმად სჯერათ იმ აპოკალიპტური იდეის, რომ შეერთებული შტატები ჩართულია მუდმივ ბრძოლაში თავისუფლებასა და ტირანიას შორის.“
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამბობს:
„მოგმართავთ ნიუთაუნის მცხოვრებთ, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.“
ნიუთაუნის მასობრივი მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტმა ობამამ წარუმატებლად სცადა გაემკაცრებინა იარაღის მყიდველთა პიროვნების შესწავლის წესები, რასაც იარაღის ქონის უფლების მომხრე პასტორი დევიდ უითნი „კანონდარღვევას“ უწოდებს.
„რა გვექნება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე შეეცდება დააკანონოს „კანონდარღვევა“, ანუ ის რაც კონკრეტულად ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას, ის ხდება საშინაო მტერი.“
ნიუთაუნის ხოცვა-ჟლეტის აღსანიშნავ წირვაზე, სამღვდელოება გადაჭრით მიემხრო იარაღზე კონტროლს.
მორწმუნეთათვის, იარაღით ჩადენილი ძალადობა არ არის მორალური თვალსაზრისით ორაზროვანი საკითხი.
ვაშინგტონის ეროვნული საკათედრო ტაძრის მღვდელმა გარი ჰოლმა თქვა, ის გრძნობს, რომ წმინდა წერილის საწინააღმდეგოდ, იარაღი სახალხო თეოლოგიის ნაწილად იქცა.
„ბიბლიაში კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი მთავარი სახე იარაღის გაკერპებაა, თითქოს იარაღს შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, იარაღი რაღაცნაირად გახდა უსაფრთხოების და დაცულობის სიმბოლო.“
მსხვერპლის დედა ამბობს:
„ლორენი არასდროს შეხებია იარაღს, და იმ დღემდე არც იარაღთან დაკავშირებულ ძალადობასთან ჰქონია შეხება.“
ამ დედისთვის ნიუთაუნში და და სხვა მსხვერპლთათვის,იარაღი მწუხარების და ტკივილის წყაროა. მათი იმედი, რომ შემდგომი ტრაგედიები არ მოხდეს, აწყდება იარაღთან დაკავშირებულ ღრმად ფესვგადგმულ მოსაზრებებს.