ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერისადმი მიმართვის გასაკეთებლად, ამერიკის წამყვან ტელეარხებს ე.წ. პრაიმთაიმი მოსთხოვა. მიმართვა დღეს, საღამოს 9 საათზეა დაგეგმილი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკელებს პირდაპირ ეთერში მიმართავს, შემდეგ კი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე გაემგზავრება.
პრეზიდენტი ამერიკის სამხრეთ საზღვართან დაკავშირებით, სავარაუდოდ, საგანგებო ვითარებას გამოაცხადებს. ის შესაძლოა ამ გზით, მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებისთვის, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად, კონგრესთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს.
საქმე იმაშია, რომ ამერიკის მთავრობის დიდი ნაწილი საბიუჯეტო საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო, უკვე 18 დღეა დახურულია. კონგრესი პრეზიდენტს მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის მოთხოვილი 5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე არ თანხმდება. 2019 წლის ბიუჯეტის იმ ვერსიაში, რომელზეც დემოკრატი კანონმდებლები მუშაობდნენ, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (მაგრამ არა - ფიზიკური კედლის ასაშენებლად) ამ თანხის დაახლოებით მესამედია გათვალისწინებული.
Facebook Forum