ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობამ კომპანია "ნოვავაქსს" ვაქცინისთვის 1.6 მილიარდი დოლარი გამოუყო


შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანია “ნოვავაქს ინკ”-ს კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის ტესტირებისთვის, კომერციულ ბაზაზე გადაყვანისთვის და წარმოებისთვის 1.6 მილიარდი დოლარი გამოუყო. გეგმა მიზნად ისახავს 2021 წლის იანვრისთვის 100 მილიონი დოზის მიწოდებას.

“ნოვავაქსის” აქციების ფასი ვაჭრობის დაწყებამდე 35 პროცენტით გაიზარდა.

თეთრი სახლის პროგრამა, “ოპერაცია ელვისებური სისწრაფის” ფარგლებში გამოყოფილი ამ თანხის მოცულობა ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდია. პროგრამის მიზანია დაჩქარდეს წვდომა ვაქცინაზე და მკურნალობაზე, რომელიც “კოვიდ-19”-ის გამომწვევ ვირუსს შეებრძოლება.

“ნოვავაქსის” მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტენლი ერკმა სააგენტო “როიტერს” უთხრა, რომ “ელვისებური სისწრაფის ჯილდო” 100 მილიონი დოზის წარმოებას მოხმარდება, რომელიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყებს გამოჩენას და შესაძლოა მომავალი წლის იანვარში ან თებერვალში დასრულდეს.

ეს თანხა გამოცდის მესამე ფაზის დიდი ნაწილის ხარჯებსაც დაფარავს. ეს ადამიანებზე გამოცდის საბოლოო საფეხურია, რომელიც შესაძლოა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყოს.

დაფინანსების თაობაზე განცხადება ადრე გაკეთებული ინვესტიციების კვალდაკვალ მოხდა. მარტში კომპანია “ჯონსონ და ჯონსონის” ვაქცინის კანდიდატისთვის 456 მილიონი დოლარი გამოიყო, აპრილში “მოდერნა ინკ”-მა 486 მილიონი დოლარი მიიღო, “ასტრა ზენეკა” ვაქცინის მხარდასაჭერად, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტი მუშაობს, მაისში 1.2 მილიარდ დოლარამდე გამოიყო. ამასთან ერთად, შეერთებული შტატების მთავრობამ “ემერჯენთ ბაიოსოლუშენს” კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის და “კოვიდ-19”-ის სამკურნალო წამლების ადგილობრივი წარმოების გასაფართოებლად 628 მილიონი დოლარი მისცა.

მერილენდის შტატის გეითერსბურგში დაფუძნებული კომპანია, კორონავირუსის ვაქცინისთვის რბოლაში, ერთგვარი “გამოცანა მონაწილეა”. კომპანია არ იყო “ნიუ-იორკ თაიმსის” მიერ გამოქვეყნებულ ვაქცინის ფინალისტების სიაში, რომლებიც პროგრამა “ელვისებური სისწრაფის” დაფინანსების მიღებას ცდილობდნენ. სია იხსენიებდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა: “მოდერნა”, “ასტრა ზენეკა”, “პფაიზერ ინკ”, “ჯეი და ჯეი” და “მერკ და კომპანი”.

მარტში 4 მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, მაისში, “ნოვავაქსმა” ვაქცინის შესამუშავებლად ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციისგან დამატებით 388 მილიონი დოლარი მიიღო. ივნისში, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა, 2020 წელს ვაქცინის 10 მილიონი დოზის წარმოების მხარდასაჭერად,კომპანიას 60 მილიონი დოლარი გამოუყო.

XS
SM
MD
LG