მონაცემთა დაცვის ევროპული სააგენტოების გათვლებით, ინტერნეტ საძიებო ქსელის - „გუგლის" ახალი რეგულაციები კონტინენტის თითქმის ყველა ქვეყნის კანონმდებლობას არღვევს. ინტერნეტ გიგანტმა ეს ბრალდება გამოქვეყნებისთანავე უარყო.
ამერიკაში დაფუძნებული ინტერნეტ საძიებო ქსელის - „გუგლის" მიერ მარტში მიღებული რეგულაციები კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ მომხმარებლის კერძო ინფორმაცია იმისთვის, რომ უკეთესად შეძლონ ვებგვერდებზე კონკრეტულად მათზე ორიენტირებული რეკლამების განთავსება. რეკლამის მიზანმიმართული შერჩევა იმის მიხედვით ხდება, თუ რა გვერდებზე შედის მომხმარებელი. გარდა ვებ გვერდებისა, „გუგლი" ასევე აგროვებს ინფორმაციას იმაზე, თუ რა ვიდეო კლიპებს უყურებს მომხმარებელი „იუთუბ"-ზე (YouTube), „გუგლ პლიუს"-ზე (Google+) და ანდროიდის სმარტ ფოუნებზე (Android Smart Phones).
ევროპის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად არ იციან, თუ რა ინფორმაციას აგროვებს „გუგლი" მომხმარებელზე.