ტექნოლოგიური გიგანტი გუგლი 11,5 მილიონ დოლარს შესწირავს იმ კოალიციებს, რომლებიც დედამიწაზე მონობაში მყოფ 27 მილიონ ადამიანს თავისუფლების მოპოვებაში ეხმარებიან.
მსგავსი ოდენობის თანხის შემოწირულობა კორპორაციის მხრიდან მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდია.
ოთხშაბათს გუგლმა ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული თანხა მონობის წინააღმდეგ მებრძოლ იმ ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომლებიც ამ საქმიანობაში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ.
გუგლის განცხადებით, გაცემული გრანტი საკმარისი იქნება იმისთვის, რათა 12 ათასი მონობაში მყოფი გათავისუფლდეს და მილიონობით ადამიანი ამ საფრთხისგან გადარჩეს.
ვაშინგტონში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო “საერთაშორისო სამართლიანობის მისიას” რამდენიმე საერთაშორისო ორგანზიაციაც შეუერთდება და გაერთიანებული ძალებით ამ მისიას გააგრძელებენ.