ავღანეთსა და ერაყში ათწლიანი ომების შემდეგ ამერიკაში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ამერიკელები სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს საზღვარგარეთ სამხედრო ოპერაციებში მონაწიელობას. კვლევის შედეგები იმ აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც სირიაში ამერიკის როლის გაძლიერებას ითხოვენ. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.
დენ ლეიმანი სირიის მხარდამჭერი ჯგუფის აქტივისტია, რომელიც სირიელი ამბოხებულებისთვის არალეტალური დამხმარების გაწევის მიზნით ფინანსებს აგროვებს. ჯგუფს ის სირიელი ამერიკელები აფინანსებენ, რომელთაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობა სურთ. ჯგუფი ამერიკული საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს. ლეიმანი ამბობს, რომ სირიის კონფლიქტის მიმართ ამერიკელთა ინტერესი სულ უფრო და უფრო მცირდება.
„ამერიკული საზოგადოება ერთგვარად გადამწვარია ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტით და იმ რესურსებით და ჯარისკაცების სიცოცხლით, რაც ამერიკელებმა ერაყში გაიღეს. ამიტომ ახლა მათი დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა გვქონდეს,“ - ამბობს ლეიმანი.
ამერიკელთა გულგრილი დამოკიდებულება საზღვარგარეთ არსებული კონფლიქტების მიმართ „ამერიკის ხმის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშიც გამოჩნდა.
სტივენ ფილდი ტენესიდან: „ვფიქრობ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ სხვა ქვეყნის საქმეში ჩარევის საკითხში“
ჯესიონ კაპიტი მასაჩუსეტიდან: „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკან უნდა დავიხოთ იმ საქმიდან რასაც ბოლო ათი წელია ვაკეთებთ და პირველ რიგში ჩვენს ეკონომიკას მივხედოთ“
კაროლ დოჰერტი ვაშინგტონში პიუს კვლევების ცენტრში მუშაობს.
„ორი დიდი ომის შემდეგ ძალიან რთულია იმის აღქმა თუ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში და რა ხდება ჩინეთში და საზოგადოებას არ აქვს სურვილი, რომ ქვეყანა ცხელ წერტილებში ჩაერთოს,“ - ამბობს დოჰერტი.
დენ ლეიმანი ამბობს, რომ მას კარგად ესმის საზოგადოებაში არსებული ასეთი განწყობის. თუმცა, ის ამის მიუხედავად თავის საქმიანობას განაგრძობს.
„სამწუხაროდ, როგორც არ უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ჩვენ დაწყებულ საქმეს გავაგრძელებთ,“ - ამბობს ლეიმანი.
„ვაშინგტონ პოსტის“ და „ეიბისი ნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგად სირიიის საკითხში შეერთებული შტატების ჩარევას ამერიკელთა 73 პროცენტი ეწინააღმდეგება. დადებითი პასუხი მხოლოდ 17 პროცენტმა დააფიქსირა.