ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი ახალ ფოტოებს ავრცელებს


25 მაისს ქალაქ ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც სირიის სამთავრობო ძალების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის საერთო სამარხებია ასახული.

25 მაისს ქალაქ ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს, 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. მათგან თითქმის ნახევარი ბავშვები იყვნენ.

ამან კიდევ უფრო გააძლიერა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე, მისი გადადგომის მოთხოვნით.

ამასობაში ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში განახლდა შეტაკებები სირიიის პრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდგეებს შორის, რომლის დროსაც სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ამ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში ლიბანელი ალავიტები ცხოვრობენ, რომლებიც ბაშარ ასადს უჭერენ მხარს. მათ მეზობლად მცხოვრები სუნიტი მუსლიმები ეომებიან.

XS
SM
MD
LG