ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ყურადღება ქვეყნის "გახსნაზე" გადააქვთ


ტრამპის ადმინისტრაცია არ გეგმავს გააგრძელოს კორონავირუსთან დაკავშირებული სოციალური დისტანცირების წესები, რომელსაც ვადა ხუთშაბათს გასდის და მის ნაცვლად, ყურადღებას ამახვილებს შტატებთან მუშაობაზე, რათა ქვეყნის ეკონომიკა ისევ ამუშავდეს. ამ პროცესს ხშირად ქვეყნის "გახსნას" ეძახიან.

ცალკეული შტატების გუბერნატორები იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როდის და როგორი ტემპით შეამსუბუქონ შეზღუდვები არა სასიცოხლოდ მნიშვნელოვან ბიზნესებზე, ჯგუფების შეკრებებზე და სახლში დარჩენის მოწოდებებზე.

ოთხშაბათს ტრამპმა თქვა, რომ მარტის შუა რიცხვებში გამოცემულ ფედერალურ გზამკვლევებს “ვადა ამოეწურება”, მისი ადმინისტრაცია კი გუბერნატორებთან მათი გეგმების საკითხზე კონსულტაციებს ატარებს.

ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს გაფრთხილება, რომ ტრამპისთვის სასურველ, “ნორმალურობაში დაბრუნებისკენ” ზედმეტად სწრაფი სვლა, ინფექციების ახალი ტალღების რისკს შეიცავს.

ბევრი შტატი ან უკვე იწყებს მუშაობის უფლების მიცემას მეტი ბიზნესისთვის, რომლებმაც სოციალური დისტანცირების წესები უნდა დაიცვან, როგორიცაა რესტორნის მაგიდებს შორის მეტი მანძილი, ან მომავალ კვირებში გამოაცხადებს კარანტინის შემსუბუქების გეგმებზე.

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, წინა უქმეებზე, ათასობით ადამიანის მიერ სახლში დარჩენის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, პარასკევს შტატის პლაჟების და პარკების დაკეტვის ბრძანების გამოცემას აპირებს. ნიუსომმა თქვა, რომ შტატის მასშტაბით არსებული შეზღუდვების შერბილებაზე, მხოლოდ რამდენიმე მიზნის მიღწევის შემდეგ იფიქრებს. ეს არის: ორი კვირის განმავლობაში დაავადების შემთხვევების კლება და ტესტირების ფართო შესაძლებლობა, რათა ხელისუფლებამ სწრაფად შეძლოს ინფიცირებულების იზოლირება და მათი ტესტირება და მონიტორინგი, ვინც დაავადებულებთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG