ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში სროლა სოციალურ მედიაში გავრცელებულ ჭორს მოჰყვა


კვირას ვაშინგტონში დაპატიმრებული შეიარაღებული მამაკაცი ამბობს, რომ ამერიკის დედაქალაქში შეთქმულების ერთ-ერთ თეორიას იძიებდა. ის ვაშინგტონის ცნობილ პიცერიაში გასროლის შემდეგ დააკავეს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის დროს სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების მიხედვით, ჰილარი კლინტონი პედოფილიის შემთხვევებთან იყო დაკავშირებული. რესტორნის მფლობელი ჯეიმს ალეფანტისი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციის გამო სიკვდილის მუქარებს საპრეზიდენტო არჩევნებამდეც იღებდა.

კვირას მომხდარ ინციდენტში 28 წლის ეჭვმიტანილი ედგარ მედისონი რესტორან „კომეტ პინგ-პონგში“ შევიდა, იარაღი თანამშრომელს დაუმიზნა და გაისროლა. თანამშრომლები და მომხმარებლები რესტორნიდან გაიქცნენ. პოლიციამ რაიონს ალყა შემოარტყა და მედისონი აიყვანა. მომხდარში არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG