ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და ევროკავშირი დონეცკისა და ლუგანსკის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს


უკრაინაში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არჩევნები გაიმართა. მათ ადგილობრივი ლიდერები აირჩიეს. არჩევნებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "ყალბს" უწოდებს.

დონეცკის ოლქის ლიდერად 37 წლის დენის პუშილინი აირჩიეს, რომელიც ამ დრომდეც ასრულებდა ლიდერის მოვალეობებს. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თანახმად, მან ხმების 61 % მიიღო. ლუგანსკის ოლქში კი ხმათა 68 %-ით ლეონიდ პასეჩკინმა გაიმარჯვა.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გმობენ ამ არჩევნებს და მათ არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

"აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთათვის უმჯობესია ერთიან უკრაინაში მშვიდობის პირობებში ცხოვრება, ვიდრე კრიმინალების მიერ მართულ მეორეხარისხოვან პოლიციურ სახელმწიფოებში, რომლებიც რუსეთის გადასახადების გადამხდელების ფულით ფინანსდება", - ამბობს კურტ ვოლკერი, ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერეკა მოგერინიმაც აღნიშნა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და რომ ევროკავშირი არ აპირებს მისი შედეგების ცნობას.

კონფლიქტს აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დაახლოებით 4 წლის განმავლობაში 10 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG