ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საელჩო მოსკოვში "ექსტრემისტების" გარდაუვალი თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას


ამერიკის საელჩომ რუსეთში გააფრთხილება გაავრცელა, რომ "ექსტრემისტებს" ჰქონდათ მოსკოვში თავდასხმის გარდაუვალი გეგმები. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ სინაგოგაში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაგეგმილი სროლა აღკვეთეს.

საელჩომ არაერთხელ მოუწოდა ამერიკის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რუსეთი. ამერიკის წარმომადგენლობას მოსკოვში არ გაუვრცელებია დამატებითი დეტალები საფრთხის შესახებ, მაგრამ თქვეს, რომ ხალხმა თავი უნდა აარიდოს კონცერტებს და ხალხმრავლობას.

„საელჩო მონიტორინგს უწევს ანგარიშებს, რომ ექსტრემისტებს აქვთ გარდაუვალი გეგმები მოსკოვში დიდი შეკრებების, კონცერტების და აშშ-ის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ რჩევა, თავი აარიდონ დიდ შეკრებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში“, - ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე.

უკრაინის ომმა, რუსეთის ურთიერთობებში დასავლეთთან 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე ღრმა კრიზისი გამოიწვია. კრემლი ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და უკრაინის ფულით, იარაღითა და დაზვერვის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG