აშშ-ის საელჩო შრი-ლანკაში გაფრთხილებას ავრცელებს და ადამიანებს მოუწოდებს მომავალ უქმეებზე რელიგიური თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკავონ. საელჩო ამას შრი-ლანკაში გავრცელებულ იმ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომელთა თანახმადაც, თავდასხმები კვლავ მოსალოდნელია.
„იყავით ფხიზლად და თავშეყრის ადგილებს მოერიდეთ,“-ნათქვამია განცხადებაში.
ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშინ, როდესაც ქრისტიანთა ნაწილი აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდა, რამდენმე თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ეკლესიებსა და სასტუმროებში თავი აიფეთქა, რასაც შედეგად 350 ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდართან დაკავშირებით დღეს გადადგა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მისი პირადი შეცდომა გამორიცხა, მაგრამ აღიარა რამდენიმე უწყების პასუხისმგებლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა. შრი-ლანკის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარი მათ მუშაობაში „სერიოზული ჩავარდნის შედეგია.“