ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატები იმედოვნებენ, რომ არჩევნების შემდეგ აშშ-ის კონგრესში ორივე პალატას გააკონტროლებენ


არჩევნებამდე ამერიკაში სულ უფრო ცოტა დრო რჩება. კონგრესმენი დემოკრატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ 4 თვეში ისინი შეძლებენ კონგრესში უმრავლესობის დაბრუნებას და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაზე კონტროლის მოპოვებას.

წლევანდელ არჩევნებში სენატში 100 ადგილიდან 35-ის არჩევა მოხდება. აქედან, რესპუბლიკელები 23 ადგილს აკონტროლებენ. იმისათვის, რომ დემოკრატებმა სენატში უპირატესობა მოიპოვონ მათ სჭირდებათ ამ არჩევნებზე დამატებით 3-4 ადგილი მოიპოვონ.

გადამწყვეტი დაპირისპირება კი რამდენიმე შტატში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატები სენატს გააკონტროლებენ ეს მნიშვნელოვანად შეცვლის პოლიტიკურ გარემოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამს ამერიკელები მეორე ვადით აირჩევენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე პანდემიიდან გამომდინარე, საარჩევნო მარათონმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ ფორმით საარჩევნო კამპანია უფრო შედეგის მომტანია ვიდრე პანდემიამდე არსებული პრაქტიკა.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ახალი გამოკითხვებით ცნობილი ხდება, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ჯო ბაიდენს, ქვეყნის მასშტაბით გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს.

RealClearPolitics-ის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ბაიდენი ტრამპს 8 პუნქტით უსწრებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG