ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ეკონომიკის ამსახველი ანგარიშები გამოქვეყნდა


აშშ-ში ეკონომიკის ამსახველი ანგარიშები გამოქვეყნდა
აშშ-ში ეკონომიკის ამსახველი ანგარიშები გამოქვეყნდა

სამშაბათს გამოქვეყნდა აშშ-ის ეკონომიკის ამსახველი სხვადსასხვა ანგარიშები, რომელიც შერეულ შედეგებს აფიქსირებს. იმ ფონზე, როდესაც გაიზარდა მომხმარებლის თავდაჯერებულობა და უძარავი ქონების ფასები იკლებს, მთელი ამერიკის მასშტაბით იხურება ცნობილ მაღაზიათა ქსელები.

დეკემბერში უმუშევრობის მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლის თავდაჯერებულობაც, რამაც უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეს დასკვნა ნიუ იორკში მდებარე დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ "კონფერენს ბორდმა" გამოაქვეყნა. კიდევ ერთმა კვლევამ, მეორე თვე ზედიზედ, უძრავი ქონების ფასების დაცემა ასახა. უმუშევრობა, გამკაცრებული იპოთეკური კრედიტის გაცემა და ფასების შესაძლო ვარდნა, უძრავი ქონების მყიდველებში სკეპტიციზმს ბადებს.

XS
SM
MD
LG