ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში კანონპროექტი „დრიმ“ დაბლოკეს


სენატში კანონპროექტი „დრიმ“ დაბლოკეს
სენატში კანონპროექტი „დრიმ“ დაბლოკეს

კანონპროექტი „დრიმ“ , განვითარების , თავისუფლების , განათლებისა და უცხო ქვეყნის უმცირესობის შემოკლებული სახელწოდებაა. მისი მიხედვით 2 მილიონ იმიგრანტს, რომლებიც შეერთებულ შტატებში ბავშვობაში არაკნონიერად მშობლების მიერ იყვნენ ჩაყვანილნი , მიეცემათ ლეგალური სტატუსი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი წლების განმავლობაში არ არიან შემჩნეული რაიმე კანონდარღვევაში, დამთავრებული აქვთ სკოლა და მინიმუმ ორწლიანი კოლეჯი. კანონპროექტის მიხედვით შეღავათები ჯარში მომსახურე პირებსაც შეეხებათ. მიუხედავად იმისა რომ მას პრეზიდენტი და პენტაგონი უჭერს მხარს, ამ ეტაპზე სენტის მიერ ამ კანონპროექტის დამტკიცება ჯერ ჯერობით არ მოხდება.

- მე გავიზრდე აშშ-ში , 6 წლიდან ამ ქვეყანაში ვიმყოფები. გავიზარდე ამერიკულ გარემოში . ძალიან მიყვარს აქაური ადათ წესები და კულტურა.

აცხადებს ახალგაზრდა, რომელიც შეერთებულ შტატებში მშობლებმა პატარაობაში ჩამოიყვანეს . ახლა ის დეპორტაციას ელის ისევე როგორც მრავლი მისნაირი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში გაიზარდა და ამერიკული განათლებაც მიიღო.

ამ კანონპროექტმა, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია დაწერილია, უნდა შეცვალოს ზემოხსენებული მდგომარეობა. უკანონო იმიგრანტებს 36 წელს ქვევით უნდა შეეძლოთ ლეგალური სტატუსის მიღება , თუ ისინი კოლეჯში სწავლობენ და ჯარში მსახურობენ. კანონპროექტს „დრიმ“ მრავალი მხარდამჭერი ჰყავს, როგორც კონსერვატორ პოლიტიკოსთა, ისე ლებერალთა წრეებში. ბერკლიში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის კანსლერი რობერტ ბირგენუ მხარდამჭერთა რიგებშია, მისი განცხადებით :

- ჩვენ ეს ნიჭიერი ახალგაზრდობა ლეგალური ცხოვრების უფლებით უნდა ვუზრუნველყოთ.

მიუხედავად ფართო მხარდაჭერისა კანონპროექტი სენატში არ დამტკიცდა. ჟურნალისტი ალექს ბოლტონი, რომელიც გაზეთში სენატის ცნობებს აშუქებს, აცხადებს რომ შესაძლებელია მოახლოებული შუალედური არჩევნები ამის მიზეზი იყოს.

- 2 ნოემბერს არჩევნებია, იმიგრაციის საკითხი კი ძალზედ მწვავეა, ამიტომაც ერიდებიან მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას.

ზოგიერთი კანონმდებელი აცხადებს, რომ კანონპროექტი საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევების გაზრდას შეუწყობს ხელს. მაშინ როდესაც ამერიკელთა დიდი ნაწილი საზღვრების გამკაცრებას მოითხოვს. ეს ერთგვარი ამნისტიის გეგმა იქნება, აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი კონგრესმენი ტომ ტანკრედო.

- მისი მიღება ამ ხალხისთვის ამნისტიის მინიჭების ტოლფასი იქნება. ისინი ამ ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრობდნენ და ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს და ხელი შეუწყოთ მათ ამაში.

ისინი ვინც ამ კანონმპროექტს თვალყურს ადევნებენ აცხადებენ, რომ ნოემბრამდე მისი ხელახლა წამოჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა.

ჟურნალისტი ალექს ბოლტონი ამის შესახებ შემდეგს აცხადებს;

- კანონპროექტი რამდენიმე წელია აქტუალობას არ კარგავს, თუ ის დეკემბერში არ გავა, მცდელობა გაგრძლედება 2011 შიც და მომდევნო წელბშიც.

მანამდე კი ამერიკაში არალეგალურად გაზრდილი ახალგაზრდები ბედის ანაბარა რჩებიან, მათ მომავლის იმდიღა რჩებათ , თუმცა გარკვეული დრო კვლავ გაურკვევლობაში ყოფნა მოუწევთ:

- ვიბრძვი რადგანაც ჩემს ზურგს უკან ჩემი დაა, რომელიც მალე სტუდენტი გახდება და რომელსაც ლეგალური სტატუსი არ აქვს. ჩვენს მდგომარეობაში უამრავი კოლეჯის სტუდენტია და მე უბრალოდ არ მაქვს უფლება რომ დავნებდე.

XS
SM
MD
LG