ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესი ვაშინგტონს განახლებული შემადგენლობით დაუბრუნდა


იდეურად გაყოფილი საკანონმდებლო ხელისუფლება ხუთშაბათს ვაშინგტონში დაბრუნდა. კონგრესმენები ასევე დღეს დადებენ ამერიკის კანონმდებლების ფიცს.

რესპუბლიკური პარტიის მიერ ორი წლის განმავლობაში თეთრი სახლის, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონტროლის შემდეგ, ახალ კონგრესში დემოკრატიული პარტია უმრავლესობაში იქნება წარმომადგენელთა პალატაში.

ეს ნოემბერში გამართული კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგია. დემოკრატები წარმომადგენელთა პალატის 435 მანდატიდან, ახლა 235 ხმას ფლობენ.

ნენსი პელოსი, რომელიც დემოკრატი პოლიტიკოსია კალიფორნიის შტატიდან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მოსალოდნელია, რომ მეორედ გახდება. დემოკრატმა კონგრესმენებმა ახალი სახეების საჭიროება აღნიშნეს, ამიტომაც პელოსი არა-უმეტეს ოთხი წლით ჩაიბარებს ამ საპატიო პოსტს.

რაც შეეხება მთლიანად კონგრესს, ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანი იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG