ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლაში ჯო ბაიდენი და ელიზაბეტ უორენი ლიდერობენ


ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლაში, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შემდეგ მეორე ადგილზე გადის.

“ენ-ბი-სი ნიუსისასა" და "უოლ სტრიტ ჯორნალის” ერთობლივმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ ჯო ბაიდენი დემოკრატების ჯგუფს 31-პროცენტიანი მხარდაჭერით ლიდერობს, მას მოჰყვება უორენი 25 პროცენტით და მესამე ადგილზე, 14 პროცენტით, ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსია.

ინდიანის შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი პიტ ბუტეჯეჯი 7 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებს, შემდეგია კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი 5 პროცენტით და ბიზნესმენი ენდრიუ იანგი 4 პროცენტით.

ივნისში ჩატარებული დემოკრატიული პარტიის პირველი დებატების შემდეგ, ჰარისს ხანმოკლე აღმასვლა ჰქონდა, მაგრამ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ის ენერგიას კარგავს.

“ენ-ბი-სი ნიუსისასა" და "უოლ სტრიტ ჯორნალის" ბოლო გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ ორმა კანდიდატმა, ბაიდენმა და უორენმა შეიძინა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG