ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ბირთვულ არსენალს ამცირებს


ამერიკის ბირთვული არსენალი 5113 ქობინისგან შედგება.

ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა საკუთარ არსენალში ბირთვული ქობინების რაოდენობა საჯაროდ გამოაცხადა. ვაშინგტონში დაფუძნებულმა ერთ-ერთმა კერძო ანალიტიკურმა ფირმამ ბირთვულ არსენალში არსებული ქობინების რაოდენობა ზისტად გამოიანგარიშა.

თავდაცვის დეპარტამენტის დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში შეერთებულ შტატებს ბირთვულ არსენალში 5113 ბირთვული ქობინი ჰქონდა. ამ რაოდენობაში შედის ბირთვული ბალისტიკური რაკეტები, რეზერვში მყოფი სტრატეგიული ქობინები და ის რაკეტები, რომლებიც მოკლე რადიუსიანი გადამტანი სისტემების ნაწილია. მაგრამ სათვალავში არ აშედის ამორტიზირებული რაკეტები, რომლებიც დასაშლელადაა მომზადებული. ექსპერტების აზრით, ამერიკას ოთხიდან ხუთ ათასამდე ასეთი ბირთვული ქობინი აქვს.

ათწლეულების მანძილზე შეერთებული შტატების ბირთვულ არსენალში ქობინების რაოდენობა უკიდურესად გასაიდუმლოვებული ინფორმაცია იყო. იარაღის კონტროლის კორძო კომპანიები წლების მანძილზე ცდილობდნენ ბირთვული ქობინების რაოდენობის გამოთვლას. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია ამერიკის მეცნიერთა ფედერაცია არის. ჰანს კრისტენსენი, რომელიც ფედერაციის ბირთვული ინფორმაციის პროექტის დირექტორია, ამბობს, რომ მისმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ გამოთვალა, რომ ამერიკის ბირთვულ არსენალში 5100 ქობინი იყო. მისი თქმით:

„ჩვენ მხოლოდ 13 ქობინით ავცდით ზუსტ რაოდენობას, რაც ჩემი აზრით საკმაოდ კარგი შედეგია. მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარი ქვეყნის ეროვნულ საიდუმლოზეა. ეს რიცხვი უაღრესად გასაიდუმლოებული იყო. საყურადრებო ის არის, რომ ჩვენ ქობინების რაოდენობაში 5113-იდან მხოლოდ 13-ით შევცდით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ინფორმაციის გასაიდულმლოებას სინამდვილეში დანიშნულება არ აქვს. თუ რაოდენობის გამოთვლა ჩვენ, რამდენიმე ექსპერტმა ვაშინგტონში შევძელით, იგივეს გაკეთება პოტენციურ მოწინააღმდეგესაც შეუძლია.“

კრისტენსენის თქმით, ამერიკის მეცნიერთა ფედერაციამ კვლევა საჯარო წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა:

"ამას ათწლეულების მანძილზე დაგროვებული საარქივო მასალისა და ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე გამოქვეყნებული დოკუმენტების კითხვით, ჩვენებების მომსმენით, ბიუჯეტის ანალიზითა და საზოგადოების ცხვოვრების კიდევ უამრავი ასპექტის შესწავლით მივაღწით. ინფორმაციას, ასევე, ვამუშავებდით ხელისუფლების წარმომადგენლების გამოსვლების, დოკუმენტებისა და მოლაპარაკებების ტექსტების ანალიზის საფუძველზეც."

კრისტენსონის განცხადებით, ინფორმაციის ნაწილი გაზეთებიდანაც იყო ამოღებული: „და ბოლოს, რა თქმა უნდა, ძალიან იშვიათად შეიძლება ვიღაცას შიგნიდან ეთქვა რამე, რაც ასევე ძალიან გვეხმარებოდა.“

ექსპერტების აზრით, საინტერესო ის იქნება მიბაძავს თუ არა ამერიკის მაგალითს რუსეთი და ჩინეთი არსენალის ზომის გამჟღავნებაში.

რამდენიმე წლის წინ, პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი ბირთვული არსენალის შემცირებას 300 ქობინამდე გეგმავდა. 1998 წელს კი, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ არსნალში 200-ზე ნაკლები ქობინი დაეტოვებინა.

სხვადასხვა გამოთვლებზე დაყრდნობით, რუსეთს დაახლოებით 12000ი ბირთვული ქობინი აქვს. ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ მისი აზრით, მოსკოვი კიდევ დიდი ხანი არ გაამჟღავნებს ბირთვული არსენალის ნამდვილ ზომას. ბატონი ბოლტონი ამბობს:

"ჩემი აზრით, მოსკოვში სიცილით კვდებიან და იმედოვნებენ, რომ ჩვენ კიდევ ბევრ ცალმხრივ დათმობაზე წავალთ. და მართალი გითხრათ, რუსებმა რომც გამოაცხადონ საკუთარი არსენალის ზომა, ამ ინფორმაციის სანდოობა ჩემთვის მაინც საეჭვო იქნება."

ექსპერტების აზრით, ჩინეთი ბირთვული არსენალის ზომის შესახებ ინფორმაციის დაფარვას კვლავ გააგრძელებს. დერილ კიმბოლი კერძო კვლევითი კომპანიის, იარაღის კონტროლის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.მისი თქმით:

"ჩინეთს რუსეთთან და ამერიკასთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის არსენალი აქვს. საუბარი სავარაუდოდ 300 ბირთვულ ქობინზეა. აქედან დაახლოებით 30-40 გრძელ-რადიუსიანი საკარეტო სისტემების ნაწილია. ჩინეთი ბირთვული არსენალის ზომის გამჟღავნებისგან თავს იმის გამო შეიკავებს, რომ ეცდება საკუთარი მცირე ბირთვული შესაძლებლობები ყველასთვის საიდულმოდ დატოვოს."

ანალიტიკოსების აზრით, ბირთვული იარაღისგან მსოფლიოს გათავისუფლებისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი ქვეყნების მიერ ბირთვული არსენალის ზომის გამჟღავნებაა. მაგრამ მათივე თქმით, ქვეყნები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ 21-ე საუკუნის საფრთხეებს, კერძოდ კი ტერორიზმს, ბირთვული იარაღით ვერ დაამარცხებენ.

XS
SM
MD
LG