ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავანა და ვაშინგტონი საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და კუბა დედაქალაქებში ერთმანეთის საელჩოების გახსნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დღეს დღეს ამერიკის პრეზიდენტმა - ბარაკ ობამამ განაცხადა. უკანასკენლი 50 წლის განმავლაობაში ეს დიპლომატიური მისიების აღდგენის პირველი შემთხვევაა.

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი ჯეფრი დელორენტისი სამინისტროს ობამას წერილს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით დღეს გადასცემს.

ობამას ძალისხმევას კუბასთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონგრესში ძლიერ ეწინააღმდეგებიან. კანონმდებლები პრეზიდენტს კუბაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. რესპუბლიკურმა კონგრესმა ადმინისტრაციას ჰავანაში ამერიკის საელჩოს ასაშენებლად შეიძლება თანხები არ გამოუყოს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ კონგრესმა ობამას თხოვნა დააკამყოფილოს და კუბას ეკონომიკური ემბარგო მოუხსნას.

XS
SM
MD
LG