14 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის 1244-ე მუხლი თავდაცვის სფეროში საქრთველოსთან თანამშრომლობას ეხება. მუხლი ზოგადად საქართველოს მხარდაჭერას აღუთქვამს და აცხადებს, რომ ამერიკამ უნდა გააღრმავოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. ამასთან, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის საქმეში.
თუმცა, მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასში ახალი ჩანაწერი გაჩნდა, რომელიც საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამოძახილი იყო. კერძოდ, განცხადების ერთ-ერთი პუნქტი კრიტიკულად აფასებს ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა და პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, რომლებიც „სავარაუდოდ ნაწილობრივ პოლიტიკური მოსაზრებითაა მოტივირებული, და შესაძლოა მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა იქონიოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობაზე. ეს გულისხმობს როგორც უფრო ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრირების პროცესს“.
შეერთებულ შტატებში მოქმედმა „ქართული ასოციაციის“ დირექტორთა საბჭომ წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში ჩამატებულ ტექსტთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა. ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „წარმომადგენელთა პალატის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილი განცხადება აზიანებს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ორმხრივ ნდობას და პატივისცემას ეფუძნება“.
ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მამუკა წერეთელი, რომელიც ამავდროულად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტში კვლევების ხელმძღვანელია, აღნიშნავს, რომ სულ ერთი კვირით ადრე, აქტში სხვა ჩანაწერი იყო, საქართველოსთვის ბევრად უფრო მისაღები ფორმატით. „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, თუ როგორ ხდება პროცედურულად მსგავსი ცვლილებების შეტანა კანონში, ის გვპასუხობს:
„ნებისმიერი ფორმულირების შემოტანა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კონგრესმენს შეუძლია განხილვის პროცესში. შემდეგ ეს დგება განხილვაზე, დგება კენჭისყრაზე და ან იღებენ, ან არა დამატებებს. რახან ეს კანონპროექტი დამტკიცდა კომიტეტში ასეთი დიდი უპირატესობით 59-ით 2-ის წინააღმდეგ, შემდეგ გადავიდა ეს წესების კომიტეტში და აი იქ მოხდა ერთ-ერთი კონგრესმენის მიერ, კონგრესმენი არის ოჰაიოდან, ტერნერი, რომელმაც შემოიტანა ეს ახალი ფორმულირება. საინტერესოა, რომ თვითონ ტერნერმა ამ კანონპროექტს კომიტეტში მხარი დაუჭირა იმ სახით, როგორითაც ის ადრე იყო. და შემდეგ შეცვალა თავისი პოზიცია და დააფიქსირა ახალი პოზიცია უკვე წესების კომიტეტში“.
ამერიკის „ქართული ასოციაცია“ 19 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „საქართველოს შიდა პოლიტიკის ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ და სამხედრო თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირება მხოლოდ აძლიერებს რეგიონში რუსეთის გავლენას და ამავდროულად ასუსტებს შეერთებული შტატების გავლენას“. აქედან გამომდინარე, ასოციაცია მოუწოდებს შეერთებული შტატების კონგრესს მხარი დაუჭიროს საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის გაზრდას, რაც მკაფიოდ იყო გამოთქმული წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის 7 ივნისის ვერსიაში.
ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, როცა საქართველოსთვის ამ აქტის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ორი მომენტია გასათვალისწინებელი:
„ჯერ ერთი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლი და სხვა სამთავრობო ინსტიტუტები და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასევე სენატი, ამ ჩანაწერის პათოსს არ იზიარებს. გამოჩნდება ალბათ ბოლოს, როგორი სახით იქნება კანონი მიღებული, ან როგორი რეაქცია მოჰყვება ამას უკვე ადმინისტრაციის მხრიდან. მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პოზიცია, ეს ჩანაწერი არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მთელი მთავრობის, ასე ვთქვათ, შეჯერებულ პოზიციას.
მეორე: ვთქვათ, მოხდა და ასეთი ჩანაწერი დარჩა საბოლოო კანონში. ეს პრაქტიკულად ამ წუთას არანაირ ვალდებულებებს არ აკისრებს ადმინისტრაციას, ან აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ გადახედონ ვთქვათ, გარკვეულ პროგრამებს საქართველოს დახმარების, მათ შორის სამხედრო დახმარების და ასე შემდეგ. მაგრამ თავისთავად, პოლიტიკურად, ფაქტი ასეთი ჩანაწერისა, ჩვენ ვთვლით, რომ არის არასასურველი, არასახარბიელო და ზიანის მომტანი“.
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლება ეს ფაქტი ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის ლობისტების სუსტი მუშაობის შედეგი იყოს, პროფესორი წერეთელი აღნიშნავს, რომ პროცესი საკმაოდ დინამიურად ვითარდებოდა და ტექსტი კენჭისყრამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა. „ბუნებრივია, ეს ვიღაცის ჩარევით მოხდა, თანაც ისეთ მომენტში, როცა ცვლილებას არავინ ელოდა. კონგრესის წესების კარგად მცოდნე ადამიანებმა იმუშავეს, რომ ეს ჩანაწერი კანონის წარმომადგენელთა პალატის ვერსიაში მომხვდარიყო. თანაც ისე, რომ დრო არ დარჩენილიყო ამ ცვლილების გაბათილებაზე ძალისხმევისთვის. სამუშაო ძალიან ბევრია, განსაკუთრებით კი - კონგრესში“, აღნიშნავს ის.
„ქართული ასოციაციის“ დირექტორთა საბჭო ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს დაუკავშირდნენ შტატის კონგრესმენებს და სთხოვონ მათ „მხარი დაუჭირონ მხოლოდ ისეთ კანონპროექტს, რომელიც ემსახურება ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობას და შეერთებული შტატების ინტერესებს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში“. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის კონგრესი ელექტორატის ხმას, როგორც წესი, ისმენს და ითვალისწინებს, მამუკა წერეთელს მიაჩნია, რომ კონგრესისთვის მიმართვა არის კონგრესზე და მის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ლეგიტიმური და საკმაოდ ეფექტური ფორმა, რითაც ამერიკის, წარმოშობით ქართველმა მოქალაქეებს, სრული უფლება აქვთ ისარგებლონ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ბედი ელის საქართველოს შესახებ შეტანილ ცვლილებებს მომავალში, მამუკა წერეთელი აღნიშნავს, რომ საბოლოო სახის მიღებამდე მან კიდევ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.
„ეს კანონი უნდა წავიდეს სენატში განსახილველად. უფრო სწორად, შესულია უკვე სენატში და იქ მიმდინარეობს განხილვა. როდესაც სენატში დადგება კენჭისყრაზე ეს კანონი, გადაწყდება, ვთქვათ, ესეთი ჩანაწერი, როგორც ეხლა არის, არსებულ კანონპროექტში, დარჩება თუ არა სენატის ვერსიაში ამ კანონის. და უკვე სენატის მიერ მიღებული კანონი, შემდეგ, თუ იქ განსხვავება იქნება წარმომადგენელთა პალატის ვერსიასთან, უნდა მოხდეს ამ ორი მიღებული კანონპროექტის საბოლოო შეჯერება, საბოლოო დამტკიცება და ამის შემდეგ გაეგზავნება ეს უკვე პრეზიდენტს ხელმოსაწერად“.
პროფესორი წერეთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ სათანადო მუშაობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლებელია თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსიაში საქართველოსთვის უფრო მკაფიო მხარდაჭერის მქონე პოზიციის დაფიქსირება.