აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეგელმა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საწინააღმდეგო გეგმის შესახებ ისაუბრა. როგორც ჰეგელმა აღნიშნა, ალასკაში 14 ერთეული რაკეტის გადამჭერი განლაგდება. მან ასევე დასძინა, რომ გეგმაში შესულია აგრეთვე რადარების აღმომჩენი დანადგარების დამონტაჟება იაპონიაში.
თავდაცვის მდივანმა ვაშინგტონში ყოფნინსას ხაზი გაუსვა ამ გეგმის მიზანშეწონილობას და ზემოხსენებული რაკატების განლაგებას რაც საერთაშორისო თანამეგობრობას თადარიგის დაჭერის საშუალებას მისცემს.
ამ დროისათვის კალიფორნიასა და ალასკაზე აშშ-ს 30 რაკეტის გადამჭერი აქვს დამონტაჟებული. ახალ იარაღს კი ბრძოლისუნარიანობა 2017 წლამდე ექნება.
ჰეგელმა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების საწინააღმდეგო გეგმის შესახებ ისაუბრა