ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეგელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა


რა მდგომარეობაში ხვდება თავდაცვის დეპარტამენტი ახლადდანიშნულ მდივანს?

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შეერთებული შტატების თავდაცვის ახალ მდივან ჩაკ ჰეგელს პენტაგონში მუშაობის დაწყებამდე გამოწვევების მთელი წყება ხვდება. მისი პირველივე დღეები დეპარტამენტში მწვავე საბიუჯეტო კრიზისით და ავღანეთში ჯარების გამოყვანის გამო პარტნიორთა უსაფრთხოების კომპეტენციებთან დაკავშირებული პრობლემებით არის აღნიშნული.

სენატში მიმდინარე საკმაოდ ხანგრძლივი დამტკიცების პროცესის შემდეგ თავდაცვის მდივანი მუშაობას იწყებს. პენტაგონის სპიკერი ჯორჯ ლითლი აცხადებს, რომ საქმე არ იცდის.

მისი თქმით, სენატორმა ჰეგელმა მიანიშნა, რომ ის მზად არის მუშაობას დაუყოვნებლივ შეუდგეს“.

სამუშაოს მოცულობა კი ძალზე დიდია. მთავარი პრობლემა საბიუჯეტო კრიზისია. მომდევნო 7 თვის განმავლობაში დეპარტამენტის ხარჯები 46 მილიარდი დოლარით უნდა შეიკვეცოს.

ამასთან ერთად, ჰეგელმა უნდა უხელმძღვანელოს ავღანეთიდან 66 ათასი ჯარისკაცის უმეტესი ნაწილის გამოყვანას. ძირითადი გამოწვევა, რომელიც ანალიტიკოსების აზრით ჰეგელს ავღანეთში ხვდება, ეს არის ავღანელ პარტნიორთა საკუთარ კომპეტენტურობაში და უსაფრთხოების საკითხების გადაბარების მზადყოფნაში დარწმუნება.

ურთიერთობის გამწვავება ახლახან ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ახალმა განკარგულებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ვარდაკის პროვინციაში შესვლა აეკრძალათ. პრეზიდენტის ბრძანებულება ავღანელთა საჩივრებით იყო განპირობებული. ისინი ამერიკელი ჯარისკაცების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის და წამების ფაქტების შესახებ იუწყებოდნენ.

მაიკლ ოჰანლონი, თავდაცვის საკითხების ექსპერტი ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტიდან ამბობს, რომ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ქვეყნის დატოვების პერიოდში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის სტრატეგიის გადაფასება ხდება.

საკმაოდ გარკვევით ჩანს, რომ პრეზიდენტი კარზაი საომარ სტრატეგიას ბოლომდე არ ენდობა. ომი საბოლოო ჯამში მასაც აღიზიანებს და ჩვენც. ის დარწმუნებული არ არის, რომ ომის უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით, ამ ყველაფრის გაკეთება ღირდა“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამასობაში კი შეერთებული შტატების არმიის ის ნაწილი, რომელიც ავღანეთშია დისლოცირებული, ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებს უსაფრთხოების პასუხისმგებლობის აღებისთვის ამზადებს. ჩაკ ჰეგელის მიზანია დაარწმუნოს ავღანელი პარტნიორები იმაში, რომ ისინი მზად არიან პასუხი აგონ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
XS
SM
MD
LG