ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი ამერიკას აღმოსავლეთ ავღანეთის დატოვებას სთხოვს


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ელიტარულ დანაყოფებს ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილიდან გამოსვლა უბრძანა. ეს გადაწყვეტილება იმ განცხადებების პასუხია, რომელთა თანახმადაც ამერიკელ ჯარისკაცებს და მათ ავღანელ პარტნიორებს სამოქალაქო პირების უფლებების შელახვა ედებათ ბრალად.

კარზაის წარმომადგენელმა აიმალ ფაიზიმ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება იძიებს ვარდაკის პროვინციაში მომხდარ ინციდენტებს. საჩივრების თანახმად, ამერიკის სპეც-დანიშნულების რაზმებთან დაკავშირებული ავღანელი მოქალაქეები ადგილობრივ მოსახლეობას ავიწროებდა, აწამებდა და უდანაშაულო ადამიანებს კლავდა. მისივე თქმით, ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ ამერიკელი სპეც-რაზმები პროვინციას 2 კვირაში დატოვებენ.
XS
SM
MD
LG