ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა


ობამა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა
ობამა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათესავებს შეხვდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა დღეს ნიუ იორკში ჩავიდა 11 სექტემბრის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნისთის პატივის მისაგებად.

ალ-ყაიდას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ პრეზიდენტი ობამა 11 სექტემბერს დაღუპულთა ნათეესავებს შეხვდა, თუმცა რაიმე საჯარო განცხადება მას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის ქალაქ აბოთაბადის მახლობლად მდებარე სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე გამოსალმა სიცოცხლეს.

ბარაქ ობამამ გადაწყვიტა არ გაევრცელებინათ მოკლული ბინ ლადენის ფოტოები, რასაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნა შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

XS
SM
MD
LG