წინასწარი გამოკითხვის საფუძვლზე, ჯერჯერობით ძნელია იწინასწარმატყველო, თუ ვის დარჩება გამარჯვება - დემოკრატ პრეზიდენტ ბარაკ ოაბამას თუ რესპუბლიკელ მიტ რომნის. 50 შტატიდან საპრეზიდენტო კანდიდატთა გამარჯვებას მხოლოდ 8 შტატი განსაზღვრავს.
შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, მოსახლეობის ხმები პრეზიდენტის არჩევისას გადაწმყვეტი არ არის. შტატების მიხედვით მოგროვებული ამერიკელი ამომრჩევლის ხმები საბოლოო ჯამში იმ ჯგუფს გადაეცემა, რომელსაც საარჩევნო კოლეგია ეწოდება. სწორედ საარჩევნო კოლეგია ირჩევს ამერიკის პრეზიდენტს. კოლეგია 538 წევრისაგან შედგება, პრეზიდენტის ასარჩევად კი 270 ხმაა საჭირო.
ბევრ შტატში არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნაადრევადაა შესაძლებელი. ექსპერტების თქმით, 42 შტატში მოსახლეობის არჩევანი უკვე ნათელია. ამ გადანაწილებით პრეზიდენტ ობამას 237 ხმა ხვდა წილად, ხოლო მიტ რომნის - 206. თუმცა, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ ამ შტატებში მოვლენები სხვანაირად განვითარდება.
პრეზიდენტი ობამა, ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად და რესპუბლიკელი მიტ რომნი, ვიცე პერზიდენტობის კანდიდატ პოლ რაიანთან ერთად, წინასწაარჩევნო კამპანიას შეუსვენებლივ აგრძელებენ. საპრეზიდენტო კანდიდატები დარჩენილ 8 შტატში საარჩევნო კოლეგიის 95 ხმის მიღებას თავის სასარგებლოდ ცდილობენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ქარიშხალი „სენდის" გამო წინასაარჩევნო კამპანია ორივე კანდიდატს შეწყვეტილი ჰქონდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის სამხრეთ და დასავლეთი შტატები, საკითხებისადმი თავისი კონსერვატული დამოკიდებულებით ყოველთვის რესპუბლიკელთა მიერ დასახელებული კანდიდატის მომხრეა.
გამოკითხვების თანახმად, მიტ რომნის, სავარაუდოდ, ზოგიერთი სამხრეთი და დასავლეთი შტატები დაუჭერენ მხარს. თუმცა, არსებობს განსხვავებული სურათიც, კერძოდ, უახლესი მონაცემებით, პრეზიდენტ ობამასაც ექნება გარკვეული წარმატება - ოჰაიოს, ვისკონსინის, აიოვას, ნიუ ჰემფშირისა და ნევადას შტატებში. ამ გადასახედიდან, თუკი პრეზიდენტმა ობამამ ხმების სათანადო რაოდენობა მოაგროვა, მაშინ მას საარჩევნო კოლეგიაში 281 ხმა ექნება, რაც სავსებით საკმარისია იმისათვის რომ პრეზიდენტი ობამა ხელმეორე ვადით იქნას არჩეული.
გამოკითხვის თანახმად, ბატონი რომნი ფლორიდის სამხრეთ ნაწილში მცირედი უპირატესობით სარგებლობს, სადაც მისთვის საარჩევნო კოლეგიის 29 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ამით მისი შანსები, ვირჯინიის შტატსა და კოლორადოში, ერთგავარდ პრეზიდენტ ობამას შანსებთან თანბრდება, რომელიც დამატებით 22 ხმის მოპოვებას ითვალისწინებს.
ექსპერტების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჰაიოს შტატში მოგროვებული ხმები იქნება საარჩევნო კოლეგიის 18 გადამწყვეტი ხმით. არცერთ რესპუბლიკელ კანდიდატს არ შეუძლია წარმატების მიღწევა არჩევნებში, თუკი ოჰაიოს ქალაქების - კლივლენდის, კოლუმბუსისა და ცინცინატის ელექტორატის მხარდაჭერა არ იქნება. სწორედ ამიტომ, ბატონი ობამა და ბატონი რომნი ოჰაიოს შტატში წარმოებული კამპანიისათვის ენერგიას არ იშურებენ. მიუხედავად ამისა, უპირატესობით, ჯერჯერობით პრეზიდენტი სარგებლობს, მაგრამ თუ მიტ რომნიმ ოჰაიოს შტატში მნიშვნელოვანი ხმების რაოდენობა მოაგროვა, მაშინ გამარჯვებაც სწორედ მას დარჩება.