როდესაც ამერიკელი ამომრჩევლები საპრეზიდენტო კანდიდატს ხმას აძლევენ, ისინი სასურველ ვიცე-პრეზიდენტსაც ირჩევენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეფრი იანგი შეეცადა გაერკვია, თუ რა ფაქტორები ახლავს თან ვიცე-პრეზიდენტობის კადიდატებს.
„მე ეს ადამიანი შევარჩიე ჩემს თანამებრძოლად, რადგან მინდა რომ შევცვალოთ ვაშინგტონი და ამერიკა სწორ გზაზე დადგეს,“ - ასე წარადგინა რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიტ რომნიმ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ვისკონსინელი კონგრესმენი პოლ რაიანი.
ისინი ნოემბრის საარჩევნო ბარათს ერთად შექმნიან. ნოემბერში ამერიკელები საპრეზიდენტო არჩევნებში ორ ადამიანს აძლევენ ხმას. სასურველ პრეზიდენტთან ერთად მის თანამებრძოლსაც - ვიცე-პრეზიდენტსაც ირჩევენ. ტრადიციულად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს თავად პრეზიდენტობის მსურველები ირჩევენ. საინტერესოა, მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. რობერტ დადლი ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ანალიტიკოსია.
„ეს არის გამარჯვების შანსების გაძლიერება, სადაც მცირე უპირატესობაც კი ამომრჩევლის ბევრ ხმას ნიშნავს,“ - ამბობს დადლი.
ამომრჩევლის განწყობასთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს ძალაუფლების ბერკეტები ფედერალურ მთავრობაში. ეს აუცილებელია, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატები ბოლო რამდენიმე ათწლეულია პერიფერიებიდან არიან წარმოდგენილი.
1980 წელს რესპუბლიკელმა რონალდ რეიგანმა ვიცე-პრეზიდენტად გამოცდილი ვაშინგტონელი, ყოფილი ელჩი და დაზვერვის შეფი ჯორჯ ბუში შეარჩია. 1992 წელს არკანზასის გუბერნატორმა დემოკრატმა ბილ კლინტონმა სენატორი ალ-გორი აირჩია თანამებრძოლად. რვა წლის შემდეგ კი ტეხასის გუბერნატორმა რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა ამ თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მდივანი დიკ ჩეინი წარადგინა.
2008 წელს ვაშინგტონისთვის შედარებით ახალმა პოლიტიკოსმა სენატორმა ბარაკ ობამამ ვეტერანი სენატორი და გამოცდილი პოლიტიკოსი ჯო ბაიდენი წარადგინა ვიცე-პრეზიდენტად. 2012 წლის არჩევნებშიც დემოკრატიული პარტიიდან აღნიშნული ტანდემი იქნება წარდგენილი.
ვიცე-პრეზიდენტობას კიდევ ერთი ფაქტორი გააჩნია. ეს არის ერთგვარი ხიდი თაობებს შორის. 1988 წელს, როცა ჯორჯ ბუში უფროსი პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, მან ვიცე-პრეზიდენტად ახალგაზრდა სენატორი დენ ქუილი შეარჩია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულ თაობას საბავშვო ბაღს ეძახდნენ. ამავე თაობას ეკუთვნოდნენ ბილ კლინტონი და ალ გორი.
1984 წელს თეთრი სახლისთვის სენატორი უოლტერ მონდალის და კოგრესმენი ქალბატონის ჯერალდინ ფერაროს ტანდემი იბრძოდა.
„ჩემო თანამოქალაქენო, მეამაყება, რომ დამასახელეთ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად,“ - განაცხადა ფერარომ.
2008 წელს რესპუბლიკელებმა ისტორიაში პირველად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი აირჩიეს. ის ალასკას გუბერნატორი სარა პალინი იყო.
არჩევნების დასრულების შემდეგ ვიცე-პრეზიდენტის ფუნქცია სენატის ხელმღვანელობაა, რომელსაც გადამწყვეტი ხმის უფლებაც ენიჭება. ასევე, პრეზიდენტის შესაძლო გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი ხდება.