ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ავსტრალიის პრემიერთან მოლაპარაკებებს მართავს


განხილვების ერთ-ერთი თემა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამერიკის საჰაერო ძალებისთვის ავსტრალიის ბაზებზე დაშვების მინიჭების თემა იქნება

ავსტრალიის საზღვაო ბაზები ამერიკის სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. შარშან ვაშინგტონმა განაცხადა, რომ სტრატეგიული ფოკუსის გადატანას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე აპირებს ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო გაძლიერების ფონზე.

გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა იმას გულისხმობს, მიეცემა თუ არა ამერიკას საშუალება უფრო აქტიურად გამოიყენოს ავსტრალიის დასავლეთში მდებარე სტირლინგის საზღვაო ბაზა.

კლინტონი ამჟამად ავსტრალიაში იმყოფება. მისი ვიზიტის პარალელურად ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ამერიკის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტაც. კლინტონმა ავსტრალიის პრემიერ მინისტრ ჯულია გილარდთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დღეს გამართა. ხვალ კი, ამავე თემაზე შეხვედრებია დაგეგმილი ავსტრალიის მინისტერიალთანაც.

„აუსმინი" - იგივე ავსტრალია-ამერიკის მინისტერიალის კონსულტაციები - ორი ქვეყნის მთავრობების უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ავსტრალია საფრთხეში არ ჩააგდებს 5.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს, რომელსაც ამერიკისგან იღებს სამხედრო ბაზების გამოყენებისა და სხვა სახის სამხედრო დახმარებისთვის. გარდა ფინანსური ინტერესისა, ნებართვებზე უარის თქმით ავსტრალია ამერიკასთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს.

პროფესორი ბეიტს ჯილი სიდნეის უნივერსიტეტის ამერიკის კვლევების ცენტრიდან აცხადებს, რომ მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, შეერთებული შტატები ჩინეთთან უპირატებსობას კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებს.

„შეერთებული შტატების სამხედრო ძალა, მიუხედავად დაფინანსების შემცირებისა, მსოფლიოში უძლიერესი სამხედრო ძალაა. ჩინეთს უბრალოდ არ აქვს მსგავსი ინფრასტრუქტურა, თავდადება და პოლიტიკურ-სამხედრო ძალა.“

ავსტრალიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოერი ქვეყნის 60 წლიან სამხედრო თანამშროლმობაზე საუბრობს. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ავსტრალიის ხელისუფლება აღიარებს იმის საჭიროებას, რომ ამერიკასთან ამ სახის თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ამყარებს.

თუმცა, ავსტრალიისთვის ასევე აუცილებელია ჩინეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნება, რადგანაც ჩინეთი არა მხოლოდ სამეზობლოში მდებარე ძლიერი სახელმწიფოა, არამედ ავსტრალიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
XS
SM
MD
LG