ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისტორიული კონტრაქტი: საქართველოს არმია ამერიკული Javelin-ით აღიჭურვება


FGM-148 Javelin - "გაისროლე და დაივიწყე"
FGM-148 Javelin - "გაისროლე და დაივიწყე"

საქართველოს ისტორიული სამხედრო კონტრაქტის გაფორმების ზღავრზე დგას, სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის - Javelin-ის გადაცემას.

აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) ინფორმაციით, მოსალოდნელი კონტრაქტის საერთო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია (დღევანდელი კურსით - 201 მილიონ 675 ათასი ლარი). თუ აშშ-ს კონგრესი გარიგებას არ შეეწინააღმდეგა, საქართველო Javelin-ის 410 მართვად რაკეტას (JM), 72 გამშვებ დანადგარს (CLU), 10 ძირითადი უნარების საწვრთნელ მოწყობილობას (BST) და 70 სიმულაციური ჭურვს (SR) მიიღებს.

We Are The Mighty-ის მონაცემებით, ერთი ერთეული FGM-148F Javelin-ის კომპლექტის ფასი 260 000 აშშ დოლარია, ხოლო ერთი რაკეტა 80 000 აშშ დოლარი ღირს. შედარებით იაფია ძველი მოდელები. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან „ჯაველინები“ შეიარაღებაში მხოლოდ NATO-ს წევრ ლიტვასა და ესტონეთს აქვს.

ესტონელი ჯარისკაცები "ჯაველინით"
ესტონელი ჯარისკაცები "ჯაველინით"

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე, რომელსაც 2009-2012 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ საქართველო Javelin-ის სისტემის მიღებას 10 წელია უშედეგოდ ცდილობდა და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

საქართველოს 2010 წლიდან ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ მიეღო Javelin-ის კომპლექსი, თუმცა პრეზიდენტ ობამას დროს ეს არ მოხერხდა, ახლა ტრამპის პრეზიდენტობისას უფრო ხისტი პოლიტიკა აქვთ, გვაძლევენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უკრაინასაც. საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა კონგრესზეა, თუმცა არა მგონია ამ კონტრაქტს რაიმე შეფერხება შეექმნას"
ნოდარ ხარშილაძე, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

„საქართველოს 2010 წლიდან ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ მიეღო Javelin-ის კომპლექსი, თუმცა პრეზიდენტ ობამას დროს ეს არ მოხერხდა, ახლა ტრამპის პრეზიდენტობისას უფრო ხისტი პოლიტიკა აქვთ, გვაძლევენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უკრაინასაც. საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა კონგრესზეა, თუმცა არა მგონია ამ კონტრაქტს რაიმე შეფერხება შეექმნას.

კონტრაქტით გათვალისწინებული Javelin-ებისა და რაკეტების რაოდენობა, ამ ეტაპისთვის, სავსებით საკმარისია. ორი პრობლემა დგას ახლა ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე. ერთი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვამზადოთ სამხედრო პერსონალი სარაკეტო კომპლექსის მართვისთვის და მოვახდინოთ, კომპლექსის ჩვენს სისტემაში ადაპტირება. აქ გასათვლისწინებელია, რომ ასეთი მაღალი კლასის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი შეიარაღებაში არასოდეს გვქონია და ძირითადად, ყოფილ საბჭოთა შეიარაღებაზე ვიყავით დამოკიდებული. ეს პრინციპულად ახალი ნაბიჯი იქნება.

მეორე - უფრო სერიოზული პრობლემა თავდაცვის ბიუჯეტია. იმდენად შემცირებულია თავდაცის ხარჯები, რომ მხოლოდ ხელფასებს და პერსონალის შენარჩუნებას ჰყოფნის. თუ ჩვენ მსგავსი პროგრამების განხორციელებას ვაპირებთ, თავდაცვის სამინისტროს მეტი ბიუჯეტი სჭირდება, ამერიკული შეიარაღება ეს არ არის საჩუქარი და საკმაოდ ძვირი ღირს.“

"ჯაველინებს" ამერიკული Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture აწარმოებს
"ჯაველინებს" ამერიკული Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture აწარმოებს

FGM-148F Javelin აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1996 წლიდან გამოჩნდა, ის მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია, რომლის გამოყენებაც ასევე ჯავშანტექნიკის, ბუნკერების, ვერტმფრენებისა და დრონების წინააღმდეგაც შეიძლება. ულტრათანამედროვე კომპლექსს Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture-ის ერთობლივი კომპანია აწარმოებს.

თვითდამიზნების რთული ინფრაწითელი ქობინით აღჭურვილი Javelin-ის რაკეტის სროლის მაქსიმალური მანძილი 2.5 კილომეტრია (თუმცა, 2017 წლის სატესტო მოდელები უკვე 4.5 კილომეტრზე ისვრიან). სარაკეტო სისტემის მთავარი უპირატესობაა მუშაობის პრინციპი - ,,გაისროლე და დაივიწყე”.

აეროდინამიკური სქემის წყალობით, Javelin-ის რაკეტას შეუძლია, მოწინააღმდეგეზე იერიში მიიტანოს, როგორც პირდაპირ, ისე ბალისტიკური ტრაექტორიით, ზემოდან, რაც თითქმის ნებისმიერი და რაც მთავარია, ძვირადღირებული სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განლაგებული კარგად შეჯავშნული, რუსული T90 ტიპის ტანკების, რომლის ღირებულებაც 4.5 მილიონ აშშ დოლარია.

"ჯაველინი" ერაყის ომში
"ჯაველინი" ერაყის ომში

„კონგრესს უკვე გადაეგზავნა შეტყობინება „ჯაველინის“ შეძენის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ეს ჩვენი საერთო თანამშრომლობის ძალისხმევის ნაწილია, რათა საქართველო უფრო თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ იქცეს“ - აღნიშნა დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი კი დარწმუნებულია, რომ ისტორიულ კონტრაქტს აშშ-ს კონგრესი მწვანე შუქს აუნთებს:

ეს გადაწყვეტილება ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და გამომხატველია, იმ მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ეს გარიგება არ ცვლის რეგიონში საბაზისო სამხედრო ბალანსს“
დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„ეს გადაწყვეტილება ასახავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და გამომხატველია, იმ მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. ეს გარიგება არ ცვლის რეგიონში საბაზისო სამხედრო ბალანსს.“

საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად, - FGM-148 Javelin-ის გადასატანი სარაკეტო კომპლექსი, აშშ-ის ევროპული სარდლობის მე-2 საკავალერიო პოლკის მებრძოლებმა 2017 წლის აგვისტოში, ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების დროს გამოიყენეს.

აშშ-ის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტომ მოსალოდნელი კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია, ვაშინგტონში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა. ოფიციალური ვიზიტის დროს ქართველი მინისტრი აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანს ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერს, თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

ამერიკელი ჯარისკაცი "ჯაველინით" ავღანეთში
ამერიკელი ჯარისკაცი "ჯაველინით" ავღანეთში

XS
SM
MD
LG