ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტარქტიკისკენ კიდევ ერთი გემი გაემართა


ანტარქტიკულ ყინულში გაჭედილი რუსული და ჩინური გემის დასახმარებლად ამჯერად ამერიკული ყინულმჭრელი გემი გაემართა

შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ყინულმჭრელი „პოლარ სტარი“ ანტარქტიკისკენ მიეშურება, ყინულის ტყვეობაში მოქცეული რუსული ხომალდის „აკადემიკ შოკალსკის“ და ჩინური ყინულმჭრელის „სნოუ დრაგონის“ დასახმარებლად.

„პოლარ სტარი“ არა ატომურ ენერგიაზე მომუშავე ყინულმჭრელია. 90 მილიონ დოლარად ღირებული კაპიტალური რემონტის შემდეგ, ყინულმჭრელი პირველად სიდნეიში უნდა გაჩერებულიყო, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო გეგმა შეიცვალა და როგორც მოელიან, ხომალდი ხუთშაბათისთვის მიაღწევს გასაჭირში მყოფ ორ გემამდე, რომლებიც ავსტრალიიდან სამხრეთით, 1500 საზღვაო მილის, ანუ 2778 კილომეტრის, მოშორებით იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG