ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტარქტიკის წყლებში ყინულმჭრელების დრამა გრძელდება


ანტარქტიკის წყლებში ყინულში გაჭედილი რუსული გემის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 52-ვე წევრი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადარჩენილია. ახლა იგივე საფრთხე ჩინურ გემს ემუქრება, რომელიც რუსული „აკადემიკოსი შოკალსკის“ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ჩინური „თოვლის დრაკონი“ აცხადებს, რომ სამაშველო ოპერაციის განმავლობაში გემს ერთ ადგილზე უძრავად გაჩერება რამდენიმე დღის განმავლობაში მოუწია, რის შემდეგაც მის გარშემო ყინული იმ დონემდე გასქელდა, რომ გემის გადაადგილებას ხელს შეუშლის.

რუსული გემის ეკიპაჟის წევრები „თოვლის დრაკონის“ ბორტიდან აფრენილი სამაშველო შვეულმფრენით იქნენ გადაყვანილი სამშვიდობოს.
XS
SM
MD
LG