ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და ირანი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ჯერ არ არიან


ირანისა და შეერთებული შტატების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განაახლოს ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ვენაში მიმდინარე არაპირდაპირმა მოლაპარაკებებმა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მცირედი პროგრესი აჩვენა, თუმცა საერთო პოზიციის მონახვამდე მხარეები ჯერ შორს არიან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებას კიდევ რამდენიმე რაუნდი დასჭირდება. მისივე თქმით, შედეგების გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია და მხარეები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ჯერ არ არიან.

ყველაზე დიდი განსხვავება სანქციების მოხსნას და ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარების შენელებას უკავშირდება. კეძოდ კი იმას, თუ რა უნდა გააკეთოს თეირანმა ბირთვული პროგრამის ზოგიერთი მგრძნობიარე ასპექტის შესაწყვეტად და რა სანქციებს მოუხსნის ამის სანაცვლოდ ირანს ვაშინგტონი.

„ჯერ ისევ არის უთანხმოება და ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ მოლაპარაკების დასასრულს ჯერ არ ვუახლოვდებით. შედეგი ჯერ უცნობია. მცირედი პროგრესი გვქონდა“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან სატალეფონო საუბრისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG