ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩი დეგნანი: არასამთავრობოების შეზღუდვა ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად, შეაფასა მოძრაობა „ხალხის ძალის" განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რისთვისაც საკანონმდებლო ჩარჩოს თავად მოამზადებენ.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვას, ეს ჩემთვის ჟღერს, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან ამოღებული. რასაც ვხედავთ რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ ამისთვის მუშაობდა საქართველო გასული 30 წლის განმავლობაში“, - განაცახდა კელი დეგნანმა, დღეს 18 ნოემბერს მედიასთან საუბარში, ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის ღონისძიების დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში.

ელჩმა თქვა, რომ მისი გამოცდილებით, ვინაიდან ის ბევრს მოგზაურობს საქართველოში, ჩანს რაოდენ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მოქალაქეების ყოველდღიული ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, ამიტომაც ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, ერთად შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები.

ამასთან, დეგნანი აცხადებს, რომ მას აკვირვებს და დამაბნეველია, როცა პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში დაიწყეს, ახლა აკრიტიკებს ამ ორგანიზაციების მიერ გაწეულ კარგ სამუშაოს.

„მაკვირვებს ხანადახან, ვინაიდან პარლამენტის დეპუტატები, მმართველი პარტიის ჩათვლით, მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, საქართველოს განვითარებაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კარგი მუშაობით. ამიტომ ჩემთვის ცოტა დამაბნეველია არასამთავრობო ორგანიზების კრიტიკა. არ მსურს საქართველომ დაკარგოს ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს ხალხს აქვს არასამთარობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში მონაწილეობით, ეს ხომ ესოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიისა და და ძლიერი საქართველოსთვის“, - თქვა დეგნანმა.

ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აფინანსებს, მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ერთად, იმაში დასარწმუნებად, რომ დახმარება მიდის ყველა კუთხემდე და ამ მხარდაჭერას აშშ მომავლაშიც გააგრძელებს.

ელჩმა ის სფერობიც ჩამოთვალა, რომლისკენაც მიმართულია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის - სოფლის მეურნეობა, სტუდენტენტური საგანმანათლებრო პროგრამები.

"შეეკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც აშშ-ის სამხედროებთან მუშაობენ, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არ კეთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ეს ძირითადად, ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად კეთდება",- განაცხადა კელი დეგნანმა.

18 ნოემბერს, მოძრაობა "ხალხის ძალამ", რომელსაც პარტია "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" გასული დეპუტატები წარმოადგენენ, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ დეპუტატები იმუშავებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მკაცრი ჩარჩოების დამდგენ კანონპროექტზე.

განცხადების ფონია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში 16 ნოემბერს გამართული დებატები, რომელზეც საქართველოს დაფინანსების გადახედვის საკითხიც წამოიჭრა. დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ თუკი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა გაგრძელდება, შტატებმა ბიუჯეტზე მუშაობისას უნდა გადახედოს დაფინანსების საკითხს.

15 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მმართველი პარტია უნდა გაემიჯნოს "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხი დეპუტატის და მათ მიერ შექმნილი მოძრაობის, "ხალხის ძალის", განცხადებებს.

კელი დეგნანის განცხადების თანახმად, აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას: "ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას".

კელი დეგნანი, აშშ ელჩი საქართველოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:43 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG