თურქეთის მთავრობამ ამერიკის ელჩი ჯონ ბასი დაიბარა, რათა ოფიციალური წარმომადგნელების სიტყვებით, ვაშინგტონში თურქეთის უსაფრთხოების პერსონალისადმი “აგრესიული” ქმედება გაეპროტესტებინა. აღნიშნული ფაქტი, როგორც ჩანს, ანკარის პასუხია ამერიკის მწვავე კრიტიკაზე, რომელიც ვაშინგტონში, პრეზიდენტ რეჯებ-ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს, თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მოქმედებას უკავშირდება. მათ ერდოღანის მოწინააღმდეგე დემონსტრაციის დაშლა ძალადობრივი დარბევით სცადეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა კვირას, ტელეკომპანია “ფოქსთან” ინტერვიუში, თურქეთის საელჩოსთან მომხდარ ძალადობის ფაქტს “ელემენტარულად მიუღებელი” უწოდა. გასულ სამშაბათს გამართული აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ამერიკის მხარემ საქმე აღძრა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება.
Facebook Forum