ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო ტვირთების შემოწმება მკაცრდება


საჰაერო ტვირთების შემოწმება მკაცრდება
საჰაერო ტვირთების შემოწმება მკაცრდება

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები საჰაერო ტვირთების შემოწმების პროცედურებს განიხილავენ. ეს კი ახლახანს იემენიდან მომავალ თვითმფრინავში ბომბის აღმოჩენითა არის განპირობებული. კონგრესში გამართული მოსმენის დროს ასევე აღინიშნა, რომ რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე ზოგიერთი მგზავრის ხელით შემოწმება აეროპორტებში გართულდება. მოსმენა სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტში გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ კონეკქტიკუტის შტატის დამოუკიდებელმა სენატორმა ჯო ლიბერმანმა განაცხადა, რომ ტერორისტებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და ეს იყო ამერიკის უსაფრთხოების სტრუქტურების გამოწვევა. მან გაიხსენა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, თვითმფრინავში პილოტის კაბინა ჩაკეტეს. ამის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით წესები კიდევ უფრო გამკაცრდა და მგზავრებს ფეხზე გახდაც მოთხოვეს, ასევე აიკრძალა თვითმფრინავში სითხის შეტანა.

„ამის შემდეგ ტერორისტმა შიდა საცვლით სცადა ბომბის შეტანა და დეტროიტის თავზე თვითმფრინავის ჩამოგდება და ეხლა ჩვენ ვაპირებთ მთელი სხეულის შემოწმებას.

და მე მხარს ვუჭერ ყველა ამ ნაბიჯს. ტვირთების შემოწმება კი ტერორისტებს უფრო დაასუსტებს,“ - განაცხადა ლიბერმანმა.

გასულ თვეს ბრიტანეთის და დუბაის სამართალდამცავებმა იემენიდან მომავალ თვითმფრინავში კომპიუტერის პრინტერის კარტრიჯებში დამალული ორი ასაფეთქებელი აღმოაჩინეს, რომელიც ჩიკაგოს სინაგოგებისთვის იყო განკუთვნილი. კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა სუზან კოლინსმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ როგორ ცდილობენ ტერორისტები უსაფრთხოების სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამოყენებას. მოსმენას ასევე ესწრებოდა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

ერთერთმა მათგანმა, საბაჟოსა და საზღვრის დაცვის კომისიონერმა ალან ბერსინმა განაცხადა, რომ მისი უწყების ხელში ყოველწლიურად დაახლოებით 57 მილიონი ამანათი გადის, რომლებიც შეერთებულ შტატებში საჰაერო ტვირთის სახით ჩამოდის.

„ნათელია, რომ ტვირთის შესახებ ოთხი საათით ადრე ინფორმაციის მიღება ოდნავ მაინც შეუშლის ხელს საშიში ტვირთების შემოსვლას,“ - განაცხადა ბერსინმა.

რაც შეეხება მგზავრების ხელით შემოწმებას და ამ მხრივ მათი უფლებების დაცვას, ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჯონ პისტოლმა აღნიშნა, რომ მგზავრები თანაბარი სქესის წარმოამდგენლების მიერ იქნებიან შემოწმებული. ხოლო, თუკი რელიგიური მრწამსის გამო ვინმე უარს იტყვის ამ შემოწმებაზე, მისი თქმით, ასეთი მგზავრები არ იქნებიან დაშვებული თვითმფრინავში.

XS
SM
MD
LG