ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებთან ბრძოლაში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა


თალიბებთან ბრძოლაში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა
თალიბებთან ბრძოლაში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა

ამის შესახებ ავღანეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდალმა დევიდ პეტრეუსმა განაცხადა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა ავღანეთში ყოფნისას განაცხადა რომ ამერიკელი ჯარისკაცები მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ მოწინააღმდეგესთან.

ავღანეთში ამერიკის ჯარების მთავარსარდალმა დევიდ პეტრეუსმა თავის მხრივ აღნიშნა რომ თალიბებთან ბრძოლაში გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა, რასაც ძირითადად ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.

ავღანეთის აღმოსავლეთში პაკისტანის მოსაზღვრე რაიონებში სტუმრობის შემდეგ რობერტ გეითსმა განაცხადა რომ ამერიკელები მოკავშირეთა ძალებთან და ავღანეთის არმიასთან ერთად გააფთრებულ ბრძოლაში არიან ჩართულნი. მისი თქმით: “ ჩემი აზრით საზღვარზე განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობაა შექმნილი და აქ ჩვენი ბიჭები ყველაზე მძიმე დანაკარგებს განიცდიან. ეჭვგარეშეა რომ ამ რაიონში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.“

ბატონი გეითსის განცხადებით კარგი ამბებიც ბევრია უსაფრთხეობის გაუმჯობესების და ადგილობრივი ხელისუფლების ამოქმედების თვალსაზრისით, მაგრამ ავღანეთში ეს ყველაფერი არცთუ ისე ადვილი მისაღწევია:“ რაც ჩვენ აქ ვისწავლეთ, ის არის რომ ავღანეთში არ შეიძლება ერთ რაიონში შექმნილი სიტუაციის მხედვით სხვა რაიონებზე იმსჯელო. აქ ყველა ხეობაში სხვადასხვა სიტუაციია შექმნილი და ყველა რაიონს განსხვავებული მიდგომა სჭირდება.“

კოალიციური ძალები უკვე რამდენიმე თვეა იბრძვიან ავღანეთის აღნიშნულ პროვინციებში და ამერიკელი ოფიცრები ჯერაც გაურკვევლობაში არიან გაიყვანენ, თუ არა მათ დაქვემდებარებაში მყოფ ნაწილებს აქედან 8 თვის შემდეგ ობამას გეგმის შესაბამისად. გენერალ დევიდ პეტრეუსის მტკიცებით გარკვეულ რაიონებში თალიბებზე შეტევა წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ მთელს ავღანეთზე ამას ვერ იტყვი. მისი თქმით:“ თალიბებს გარკვეულ ადგილებში ჯერ კიდევ შეუძლიათ თავისუფლად მოქმედება. ასე რომ აქ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.“

სამშაბათს ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჰელმანდის პროვინციაში მოქმედი ამერიკის ჯარების სარდალი გენერალ-მაიორი რიჩარდ მაილსი პენტაგონში შეკრებილ ჟურნალისტებს სატელიტის საშუალებით ესაუბრა, რომლის დროსაც გენერალმა იმედი გამოთქვა რომ ამ რეგიონში შექმნილი ვითარება კოალიციური ძალების სარდლობას ჯარების შემცირების საშუალებას მისცემს.

თავის მხრივ გენერალი დევიდ პეტრეუსი იმედოვნებს რომ ბოლო დროინდელი წარმატება ფსიქოლოგიურ ეფექტს მოახდენს თალიბებზე, რომლებსაც იმ რაიონებში მიაყენეს დარტყმა, სადაც ადრე თავს მდგომარეობის სრულ ბატონ-პატრონად მიიჩნევდნენ.

როგორც დევიდ პეტრეუსი აცხადებს 2014 წლამდე ავღანეთში ჯარების დატოვების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ ავღანელებს დიდი იმედი მისცა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ მარტო არ შეატოვებს თალიბებს მომავალი წლის ზაფხულში ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG