ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშუალოდ, 10 დან 1 მოსკოველი შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებული იყო


მოსკოვში, ანტისხეულებზე ჩატარებული მასშტაბური ტესტირების შედეგი აჩვენებს, რომ ყოველი 10 მოსკოველიდან ერთი, შესაძლოა, კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებს რუსეთის სამთავრობო პროექტში ჩართული ლაბორატორია აცხადებს.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსკოვში ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდა, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები წარმოაჩნეს.

მოსკოვსა და მის შემოგარენში, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 44 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ამ რეგიონის მოსახლეობის 0.2%-ია.

მოსკოვში მოქმედი, „ისრაელის სამედიცინო კლინიკა“ მსურველებს, კორონავირუსის ანტისხეულებზე ტექსტის ჩატარებას 4 300 რუბლად სთავაზობს, რაც დაახლოებით 60 ამერიკული დოლარია.

პროგრამის ფარგლებში, ორი კვირის განმავლობაში ტესტირება 1 000-მდე მსურველმა ჩაიტარა.

კლინიკის ინფორმაციით, ტესტირების პირველ კვირაში გამოვლინდა, რომ შემოწმებულ ადამიანთა 3 პროცენტს, ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. მომდევნო კვირაში ეს მაჩვენებელი 9-10 %-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG