ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო: ლტოლვილები საფრთხეს არ უქადიან აშშ-ს


ჟენევა, შვეიცარია--

გაეროს ლტოლვილების უმაღლესი კომისარიატი აცხადებს, რომ სირიელი ლტოლვილები არანაირ საშიშროებას არ უქმნიან აშშ-ის უსაფრთხოებას. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უმაღლესი კომისარი და უფლებების დაცვის აქტივისტები მოუწოდებენ აშშ-ს გადახედოს აკრძალვას იმიგრანტთა დაშვებაზე.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ლტოლვილები ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას უქადიან და მათ ამის გამო აშშ-ში ჩამოსვლა უნდა აეკრძალოთ, უსაფუძვლოა.

პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას, რომელიც შვიდი, ძირითადად მუსლიმური ქვეყნიდან შემომსვლელ ადამიანებს აშშ-ში მოგზაურობას უკრძალავს 90 დღის განმავლობაში. ახალი პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს ლტოლვილთა განსახლების შეჩერებას აშშ-ში 120 დღის განმავლობაში და უვადო აკრძალვას სირიელი ლტოლვილების შემოსვლაზე.

XS
SM
MD
LG