გაეროს დევნილთა სააგენტოს განცხადებით სირიიდან დევნილთა რაოდენობამ მეზობელ ქვეყნებში უკვე მილიონ ექვსასი ათას ადამიანს გადააჭარბა. თურქეთში, ლიბანში, იორდანიასა და ერაყში სირიელი დევნილების გადინება გრძელდება. მათი რაოდენობა სირიაში კონფლიქტის გაძლიერებასთან ერთად იზრდება. კვირის დასაწყისში გაეროს დევნილთა კომისარიატმა სხვა სააგენტოებთან და არაბულ წითელ ნახევარმთვარესთან ერთად პატარა სირიული ქალაქი ჰასია მოინახულა. აქ მყოფი დევნილების უდიდესი ნაწილი ქალაქ ქუსაირიდან არის გამოქცეული, სადაც ამბოხებულებსა და სამთავრობო ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა.
ჰასია ქუსაირიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული და სულ 16 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს დევნილთა კომისარიატის განცხადებით, ქალაქი დევნილებით არის გადაჭედილი. გაეროს დევნილთა კომისარიატის წარმომადგენლის განცხადებით ქალაქი ქუსაირი დაახლოებით 700-მა ოჯახმა და 3500-მა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.