მილიონზე მეტი სირიელი დევნილი საკუთარი ქვეყნიდან კონფლიქტის გამო გარბის და მეზობელ ქვეყნებში თავშესაფარს ეძებს. ეგვიპტეში ჩასული სირიელმა დევნილებმა დასავლეთ კაიროში რესტორანი „პატარა სირია“ გახსნეს.
ველ მუსტაფამ სირია თავის ოჯახთან ერთად გასულ წელს მზარეულის გამოცდილებით დატოვა.
დამასკოს გარეუბანში, დანგრეული სახლის მიტოვების შემდეგ, მუსტაფა, მისი შვილები და ასაკოვანი მშობლები ერთი თვის განმავლობაში უსაფრთხო გარემოს ძებნაში ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ. თუმცა, ომი ყველგან იყო. ასე აღმოჩნდნენ ისინი ჯერ ბეირუთში, შემდეგ კი კაიროში.
ველ მუსტაფა ამბობს, რომ აქ ყველაფერი თავიდან დაიწყეს.
ის იღბლიანი აღმოჩნდა.
ველ მუსტაფა: ეგვიპტეში ყველაფერი იოლად წარიმართა, ხალხიც მარტივია. სამსახურიც ადვილად ვიშოვეთ და ასე დავფუძნდით.
მუსტაფა რესტორან “პატარა სირიაში“ მუშაობს, რომელიც კაიროს დასავლეთით უდაბნოს ქალაქში მდებარეობს. აქ ეგვიპტეში ჩასული 140 ათასი სირიელი ცხოვრობს.
მათი უმრავლესობა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ- ასადის წინააღმდეგია. აქვეა მაღაზია სახელწოდებით „რევოლუციის საცხობი“.
მუსტაფას კონფლიქტის პოლიტიკურ მიზეზებზე საუბარი არ სურს.
ველ მუსტაფა: არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს. ამ დრომდე გამარჯვებული არავინ არის. მხოლოდ ხალხი, სირიელები არიან წაგებული.
ბევრი დევნილი მხოლოდ საზღვარზე გადადის, სახლდებიან კარვებში მდინარე იორდანესთან და ან სხვა მეზობელ ქვეყნებში და მასპინძლებთან თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ.
პროფესორი სეიდ სადეკი ამბობს, რომ ეს დევნილების ეგვიპტეში შემთხვევას არ შეეხება.
ისინი მებრძოლები არ არიან და უბრალოდ საშუალო კლასს წარმადგენენ, რომლებიც ძალადობას და ცხოველურ მოპყრობას გამოექცნენ. ეს მათი მეორე სახლია.
ერთ დროს ეგვიპტე და სირია ერთმანეთთან დაკავშირებული გაერთიანებულ არაბთა რესპუბლიკით იყვნენ. მათ შორის ოჯახური, კულტურული და სუნიტური რელიგიური კავშირები ძალიან ღრმა არის. ხელისუფლება სირიელ დევნილებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ერაყიდან, სუდანიდან და პალესტინიდან ჩასულებზე.
მოჰამედ დაური გაეროს დევნილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენელია.
მოჰამედ დაური: მადლიერი ვარ ღმერთის, რომ არსებობს ეგვიპტის ხელისუფლება, რომელმაც ბავშვებს გასული წლის სექტემბრიდან სკოლაში სიარულის საშუალება მისცა. ყველა სირიელს შეუძლია ასევე ისარგებლოს ეგვიპტის სახელმწიფო ჯანდაცვით.
თუმცა, ბევრი ნერვიულობს, რადგან არ იცის როდემდე გაგრძელდება ეს კეთილგანწყობა. ეგვიპტესაც თავის პრობლემები აქვს. ამას ემატება განადგურებული სირია, თავის დევნილებით, მათ შორის მუსტაფაც, რომელმაც არ იცის თუ როდის მოუწევს უკან დაბრუნება.
ველ მუსტაფა: არ ვიცი როდის დაბბრუნდები. იმედი მაქვს, რომ დიდ ხანს ლოდინი არ მომიწევს.