ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა


დღეს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა მხარი დაუჭიროს ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

პრეზიდენტმა ობამამ თქვა ისიც, რომ დადგა დრო, როცა უნდა დაიძლიოს სიძულვილი და როცა ისრაელს და პალეტინას უნდა დავეხმაროთ იმ შეთანხმების მიწევაში, რომელიც პალესტინისა და ისრაელის მშვიდობიან გარემოში თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.

ამერიკის პრეზიდენტმა მსოფლიოს ქვეყნების იმ ლიდერებს რომლებიც პალესტინური სახელმწიფოს შექმნას უჭერენ მხარს -მოუწოდა ნუ შეეცდებიან ისრაელის განადგურებას, და რომ სიტყვიერ მხარდაჭერასთან ერთად, პალესტინელებს პოლიტიკური და ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინონ.

XS
SM
MD
LG