გაერთიანებული ერების ლტოლვილთა სააგენტო ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღოს ის ადამიანები, რომლებიც ვენესუელიდან გაუსაძლის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებას გაურბიან. სააგენტოს განცხადებით, ამ ადამიანთა უმრავლესობას საერთაშორისო დაცვის გარანტიები სჭირდება.
სამშაბათს ჟენევაში გამართულ ბრიგინგზე ლტოლვილთა სააგენტოს პრეს-სპიკერმა ლიზ თროშელმა თქვა, რომ ადამიანთა მასობრივ გადინებას გაუარესებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ადამიანთა უფლებების კუთხით არსებული სხვა პირობები განაპირობებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ვენესუელა დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასმა ადამიანმა დატოვა. 460 000-მა მათგანმა ოფიციალურად ითხოვა სხვა, მეზობელ ქვეყნებში თავშესაფარი. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მოუწოდებს ქვეყნებს, ნაცვლად საქმეების ინდივიდუალური განხილვისა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამ ეტაპზე ზოგიერთი ჯგუფური მოთხოვნა განიხილოს. სააგენტო მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ ვენესუელის მოქალაქეებს იძულებით არ დაატოვებინონ ქვეყანა იმის მიუხედავად, თუ როგორია მათი ლეგალური სტატუსი.
Facebook Forum