შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ვენესუელიდან მთელი დიპლომატიური პერსონალი გამოყავს. ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ იქ დარჩენილი დიპლომატიური კორპუსის ნაწილი კარაკასს ამ კვირის განმავლობაში დატოვებს.
პომპეოს თქმით, საელჩოს დახურვა "ვენესუელაში სიტუაციის გაუარესების ამსახველია". შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, კარაკასში დიპლომატიური პერსონალის ყოფნა ვაშინგტონის პოლიტიკას "ზედმეტად ზღუდავს".
ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილმა ვენესუელა იანვარში დატოვა. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ვაშინგტონმა დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო აღიარა და პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
დღეს ექვსი დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც ვენესუელის უმეტეს ნაწილს დენი აღარ მიეწოდება. კარაკასის მიერ კონტროლირებული მედია იუწყება, რომ რამდენიმე რეგიონში ელექტრომომარაგება აღდგა, მაგრამ ამ ინფორმაციის გადამოწმება სარწმუნო წყაროებით, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ნიკოლას მადურო დენის მიწოდების მასობრივ შეწყვეტას ამერიკას და მის მიერ მხარდაჭერილ ვენესუელის პოლიტიკურ ოპოზიციას აბრალებს. მადუროს აზრით, მათ ვენესუელის ჰიდროელექტროსადგურზე კიბერ-შეტევა განახორციელეს.
Facebook Forum