ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის ყველა შტატში დენი გამოირთო


ვენესუელაში ხუთშაბათის შემდეგ, ელექტროენერგია გამორთულია. დენი არ მიეწოდება 23-ივე შტატს და დედაქალაქ კარაკასს. მოსახლეობის ნაწილმა სამსახურებიდან რამდენიმე საათი ფეხით იარა სახლამდე, რადგან ავტობუსები და მეტროც გაჩერებული იყო.

ოფიციალური ცნობებით, გურის კაშხალი მწყობრიდან გამოსულია. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ მედიაში დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

ვენესუელის სოციალისტი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ელექტროენერგიის პრობლემებს და არსებულ მდგომარეობას, აშშ-ის მიერ წარმოებულ ომს უწოდებს.

„ამერიკული იმპერიალიზმის მიერ გამოცხადებული და მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ომი, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, დამარცხდება. ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს ჩავესის და ბოლივარის ხალხს. პატრიოტებო გაერთიანდით!“- თქვა მადურომ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG